მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

20 იანვარს BAG-ის სამეთვალყურეო საბჭოს გაფართოებული შეხვედრა გაიმართა - რა იყო მთავარი საკითხი?

სოსო

როგორც BMG-ისთვის გახდა ცნობილი, 20 იანვარს, საქართველოს ბიზნესასოციაციის (BAG) სამეთვალყურეო საბჭოს გაფართოებული შეხვედრა გაიმართა, რაც BAG-ის საზოგადოებასთან კომუნიკაციის დეპარტამენტშიც დაუდასტურეს.

ჩვენი ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით BAG-ის მხრიდან პოზიციის დაფიქსირება-არდაფიქსირება იყო.

როგორც ირკვევა, BAG-ის წევრი იმ კომპანიების ხელმძღვანელებმაც, რომლებიც კრიტიკულად არიან განწყობილი „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებების მიმართ და პლატფორმა freebusiness.ge-ის მოთხოვნებს იზიარებენ, განაცხადეს, რომ BAG-მ საჯარო პოზიცია არ უნდა გამოხატოს.

"შანსი არაა, ამდენი განსხვავებული პოლიტიკური გემოვნების მქონე ბიზნესმენმა ერთობლივი განცხადება დავდოთ, რომელიც იქნება კონკრეტული და არა - არაფრისმთქმელი... ამიტომ BAG-მ პოზიცია არ უნდა დააფიქსიროს" - განაცხადა BMG-სთან თორნიკე აბულაძემ, "არსის" აქციონერმა.

„მეც მივედი იმ აზრამდე, რომ არ იქნება სწორი, BAG-მ განცხადება გააკეთოს... BAG-ის მიზანია, საკუთარი წევრების ინტერესის დაცვა ნებისმიერი ხელისუფლების წინაშე“ - ამბობს ზურაბ ლალაზაშვილი, BDO-ს მმართველი პარტნიორი.

„BAG-ის მთავარი მისია თავისი წევრების ადვოკატირება და მოვლა-პატრონობაა... არ მაქვს მოლოდინი, რომ BAG-ის განცხადება რამეს შეცვლის“, - აცხადებს ბექა ბექაიაც, კომპანია “ნუტრიმაქსის“ მმართველი პარტნიორი, რომელიც ასევე Freebusiness.ge-ის მოთხოვნებს იზიარებს.

ინფორმაციისთვის: 2009 წელს დაფუძნებული BAG 130-მდე ბიზნესჯგუფს აერთიანებს. ორგანიზაციის მთავარი დანიშნულებაა წევრი კომპანიების ლეგიტიმური და ობიექტური ბიზნესინტერესების წარდგენა და დაცვა ხელისუფლებასთან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები