მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

20 თებერვლის ღონისძიებების ანონსი

ანონსი
19.02.26 20:00
94

20 თებერვლის ღონისძიებების ანონსი შემდეგია:

11:00 საათზე, სტატისტიკის ეროვნული სამსახური გამოაქვეყნებს:

  • სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი (2026 წლის იანვარი)
  • მწარმოებელთა ფასების ინდექსი სატრანსპორტო და სასაწყობო მომსახურებაზე (2026 წლის იანვარი)
  • მშენებლობისთვის შეძენილი მასალების ფასების ინდექსი (2026 წლის იანვარი)
  • ექსპორტის ფასების ინდექსი (2026 წლის იანვარი)
  • იმპორტის ფასების ინდექსი (2026 წლის იანვარი)
  • ადგილობრივი ბაზრისთვის წარმოებული სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი (2026 წლის იანვარი)
  • სატელეკომუნიკაციო მომსახურების მწარმოებელთა ფასების ინდექსი (2026 წლის იანვარი)
  • ადგილობრივ ბაზარზე მიწოდების მწარმოებელთა ფასების ინდექსი (2026 წლის იანვარი)
  • ადგილობრივი ბაზრისთვის წარმოებული სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი (2026 წლის იანვარი)

13:00 საათზე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

დღის წესრიგი: 1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტის − საქართველოს კანონის პროექტის „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისი თანამდევი საქართველოს კანონების პროექტების: „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (248/4-XIმპ, 12.12.2025) განხილვა II მოსმენით; მომხსენებლები: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მინდია დიასამიძე; 2. საქართველოს მოქალაქის მარიამ ბოხუას მიერ წარმოდგენილი საქართველოს 300-ზე მეტი მოქალაქის ხელმოწერილი პეტიციის: „ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფციის საფუძველზე „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით: 2026-2027 სასწავლო წელს პირველკლასელთა ასაკობრივი ზღვარის ცვლილებაზე გარდამავალი დებულების (გამონაკლისის) გათვალისწინების შესახებ“ (1-768/26, 03.02.2026) განხილვა; ინიციატორი: მარიამ ბოხუა; მომხსენებელი - განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე - მარიამ ლაშხი.

15:00 საათზე, სპორტის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართება.

განსახილველი საკითხი: 1. სამცხე-ჯავახეთის რეგიონში არსებული მუნიციპალიტეტების სპორტის პოლიტიკა და ინფრასტრუქტურის განვითარების ასპექტები;
მომხსენებლები: სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული - ზაალ გელაშვილი და მუნიციპალიტეტების მერები/ მოადგილეები/.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები