უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით Guardian წერს, რომ უკრაინაში რუსეთის ინტერვენციას სულ მცირე 198 მოქალაქე ემსხვერპლა, მათ შორის 3 ბავშვია.
ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრს არ დაუკონკრეტებია მათგან რამდენია სამოქალაქო პირი. ამას გარდა, მან 1000-ზე მეტ დაჭრილზე გაავრცელა ინფორმაცია, მათგან 33 ბავშვია.
რუსეთმა უკრაინაში ომი 24 თებერვალს დაიწყო. ამ დროისთვის დაბომბილია უკრაინის ქალაქები მათ შორის კიევი. ცოტა ხნის წინ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ერთი ქალაქის აღების შესახებ განაცხადა.




























