მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2010 წელს საქართველოს მიერ რუსეთისთვის უვიზო რეჟიმის შემოღება შეცდომა იყო? - ქადაგიძის პასუხი

6470d4a253b29
თელარა გელანტია
27.05.23 11:00
1579
„ჩვენ გვინდა სავიზო რეჟიმი რუსეთთან, როგორც ეს ყველა თავმოყვარე ქვეყანას აქვს, განსაკუთრებით უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, როდესაც სრულიად კეთროვან სახელმწიფოდ გადაიქცა“, - ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ „წერტილში“ განაცხადა.

„სავიზო რეჟიმი გვინდა იმიტომ, რომ დავარეგულიროთ, ვინ, როგორ და რისთვის შემოდის საქართველოში და არ შემოვუშვათ ის ადამიანები, ვინც ომის დამნაშავე პუტინის პროპაგანდისტები არიან“, - თქვა მან.

წამყვანის კითხვაზე - შეცდომა ხომ არ იყო, როდესაც 2010 წელს საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთთან სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა? - გიორგი ქადაგიძემ იმ პერიოდში არსებული გლობალური პოლიტიკის კონტექსტი გაიხსენა, თუმცა იქვე დასძინა, რომ დღეს თავადაც სხვანაირად ფიქრობს.

„ვფიქრობ, განსაკუთრებით, დღევანდელი გადმოსახედიდან, შეიძლებოდა, ნაკლებად ლიბერალური სავიზო რეჟიმი ყოფილიყო, თუმცა უნდა გავიხსენოთ, რომ მაშინ მთელი მსოფლიო რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკას ახორციელებდა, რომლის ამოცანა იყო, არა რუსეთის იზოლაციაში მოქცევა, არამედ - ცივილიზებულ სამყაროსთან ინტეგრაცია და მთელი მსოფლიო ერთგვარ ზეწოლას ახორციელებდა მაშინდელ ხელისუფლებაზე... ამდენად, სწორედ გადატვირთვის პოლიტიკის ნაწილი იყო მაშინ ეს [რუსეთისთვის უვიზო რეჟიმის დაწესება]...

მიუხედავად ამისა, დღევანდელი გადმოსახედიდან, მე რომ ვიღებდე ამ გადაწყვეტილებას, არც მაშინ მივიღებდი, მაგრამ ის, რომ ჩვენ არგუმენტად მოვიყვანით მაშინ რა გადაწყვეტილებები იქნა მიღებული, ამ ლოგიკით სულ „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა იყოს ხელისუფლებაში... ჩვენ თუ შესადარისად წარსულს ვიღებთ, ვერასდროს ვერ წავალთ წინ. ჩვენ უნდა შევედაროთ ისეთ ქვეყნებს, როგორადაც გვინდა ვიქცეთ“, - თქვა გიორგი ქადაგიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები