მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2012 წელს ექიმის ხელფასი იყო 450 ლარი, წელს 2184 ლარია - ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერი
18.12.23 19:07
516

რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იყო და არის ჩვენი ექიმების, სამედიცინო პერსონალის ხელფასების ზრდა. 1 იანვრიდან გადაუდებელი დახმარების თანამშრომელთა ხელფასები გაიზარდა 10%-ით, პირველი ოქტომბრიდან სასწრაფო დახმარების პერსონალის ხელფასი კვლავ გაიზარდა 10%-ით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

პრემიერის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ 1 იანვრიდან ცენტრის ყველა თანამშრომელი სარგებლობს გაუმჯობესებული სადაზღვევო პაკეტით.

„ასევე მომდევნო წლიდან გათვალისწინებულია ჯანდაცვის პერსონალის ხელფასის 10%-იანი ზრდა, 2024 წლიდან მინიმალური ხელფასები განესაზღვრებათ უმცროს ექიმს, ექთნის თანაშემწეს, მეან-ექთანს და სანიტარს.

აქაც მინდა შედარებისთვის გითხრათ 2012 წელს ექიმის ხელფასი იყო 450 ლარი, წელს 2184 ლარი არის ექიმის ხელფასი, ხოლო ექთნის – 300 ლარი იყო 2012 წელს და ახლა გახდა 1665 ლარი.

რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი იყო სოციალური დაცვისა და გარანტიების მიმართებით მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები, ჩვენი ბავშვებისა, ხანდაზმულების, დევნილებისა თუ ვეტერანების მიმართულებით გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები.

ბავშვების დახმარების თაობაზე უკვე მოგახსენეთ, რომ მნიშვნელოვანია ამ სოციალური დახმარების გაგრძელება. ასევე მნიშვნელოვანი არის, რა თქმა უნდა, შშმ პირთა და ბავშვთა სოციალური პაკეტის კიდევ უფრო გაზრდა“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები