2018-2019 სასწავლო წლის განმავლობაში სწავლა 12 049 მოსწავლემ შეწყვიტა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 2%-ით ნაკლებია.
როგორც ზოგადსაგანამანათლებლო დაწესებულებების შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკურ მონაცემებშია აღნიშნული, იმ მოსწავლეთა შორის, რომელთაც სწავლა შეწყვიტეს, 40.7% გოგოა, ხოლო 59.3% - ბიჭი.
საქსტატის მონაცემებით, 2019 წელს სკოლა 86 482 მოსწავლემ დაასრულა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 5.1%-ით აღემატება. როგორც - საბაზო, ასევე საშუალო განათლების კურსდამთავრებულთა შორის ბიჭები ჭარბობენ, რომელთა წილი, შესაბამისად, 52.4% და 51.3%-ს შეადგნს.




























