მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“2018-2019 წლებში თამბაქოს მოხმარება 3%-ით შემცირდა”-აკაკი ზოიძე

608d06c46c11e
ანა ჯოხაძე
01.05.21 15:00
939
2018 წლის შემდეგ თამბაქოს ინდუსტრიისთვის პერიოდულად სხვადასხვა რეგულაციები შევიდა ძალაში, რაც თამბაქოს მოხმარების შემცირებისკენ იყო მიმართული. გატარებული ღონისძიებების ეფექტიანობა BM.GE-თან ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტმა აკაკი ზოიძემაც შეაფასა.

“რეგულარული მწეველობა შემცირებულია. შემცირებულია როგორც ჯამურად მოხმარება, ასევე შემცირებულია თავად მომხმარებელთა რაოდენობაც, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი იყო. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეს შემცირება არის ახალგაზრდებში, რაზეც იყო საკანონმდებლო ცვლილებების დიდი ნაწილი მორგებული. ასე რომ ამ კუთხით პროგრესი გვაქვს. ახლა დარჩა პრობლემატურ საკითხად ელექტრო სიგარეტები და გასახურებელი თამბაქო, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს დღეს ახალგაზრდებში. ამ პროდუქტების მიწოდებას მომხმარებლებისთვის შესაბამისი მარკეტინგით ისე ცდილობენ, რომ ის ნაკლებად მავნებელია და ჯანსაღი ალტერნატივაა თამბაქოსი”-აცხადებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი კაკი ზოიძე.

ბოლო წლების სტატისტიკა თამბაქოს მომხმარებლთა რაოდენობის შესახებ BM.GE-იმ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში მოიკითხა, თუმცა NCDC-ს აღნიშნული სტატისტიკის მოძიებისთვის არ ეცალა. ბოლო სტატისტიკა კი რისი მოძიებაც BM.GE-იმ შეძლო 2016-2020 წლებს მოიცავს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის 2020 წლის მონაცემებით, საქართველოში ზრდასრულ მწეველთა რაოდენობა 2020 წელს 2016 წელთან შედარებით თითქმის 3%-ით, 31%-დან 28.2%-მდე შემცირდა.

კაკი ზოიძე იმასაც ამბობს, რომ ზოგიერთი დაავადების შემთხვევების რიცხვის შემცირებულია, რომლის მაპროვოცირებელი ფაქტორი თამბაქოს მოხმარება იყო. აღნიშნულ საკითხზე საუბარი "თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონის აღსრულების შესახებ მომზადებულ დოკუმენტშიც არის, რომელიც საკანონმდებლო ორგანომ BM.GE-ის მიაწოდა.

“გამოიკვეთა ზოგიერთი დაავადების შემთხვევების კლების დადებითი ტენდენცია; კერძოდ, 2019 წლის მონაცემების 2017-2018 წლების ანალოგიური პერიოდის - (იანვარი, თებერვალი, მარტის) მონაცემებთან შედარებისას, საგულისხმოა, სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევის, სტენოკარდიის, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის, მიოკარდიუმის განმეორებითი ინფარქტის, გულის მწვავე იშემიური დაავადების სხვა ფორმების, ინტრაცერებრული სისხლჩაქცევის, ინსულტის, რომელიც არ არის დაზუსტებული, როგორც სისხლჩაქცევა ან ინფარქტი, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების კლება”-აღნიშნულია დოკუმენტში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები