ჯივიპის ტექნიკური დირექტორის, ზურაბ ალფაიძის თქმით 2018-2020 წლებში კომპანიამ წყალმომარაგების ინფარსტრუქტურის განახლება-განვითარების მიზნით 300 მლნ ლარამდე ინვესტიცია განახორციელა.
,,6000 კმ სიგრძის მიწისქვეშა ქსელი, რომლის საშუალებითაც მოსახლეობას სასმელ წყალს ვაწვდით, მუდმივ მოვლა-განახლებას საჭიროებს. თბილისის ყველა რაიონში, 400-ზე მეტ ქუჩაზე სრულად განვაახლეთ წყალმომარაგების სისტემა. საჭიროებიდან გამომდინარე მოძველებული მილები შევცვალეთ ახლით, ქსელზე დავამონტაჟეთ თანამედროვე ინფრასტრუქტურული ელემენტები - ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, ვანტუზები, რამაც გააუმჯობესა წყლის ნაკადების მართვა. დღესდღეობით, მნიშვნელოვნად შემცირდა წყალმომარაგების ქსელზე დაზიანებების რაოდენობა და წყალმომარაგებასთან დაკავშირებული დისკომფორტი.
ჯივიპი გააგრძელებს ქალაქის ყველა რაიონში წყალმომარაგების სისტემებისა და ინფრასტრუქტურის განახლება-განვითარებაზე ზრუნვას. მომდევნო სამი წლის განმავლობაში დაგეგმილი გვაქვს 200 მლნ ლარის ინვესტიციის განხორციელება, რაც მიმართული იქნება, როგორც სათავო ნაგებობების, სატუმბე სადგურების, ასევე მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელის განახლებისაკენ“ - აცხადებს ზურაბ ალფაიძე.
(NS)




























