მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2018 წელს რძისა და რძის პროდუქტების კომპანიების ბრუნვა 296 მლნ ლარს აღემატებოდა - AGIC კვლევა

5eb2cdfa64ccb
ვიქტორია მღებრიშვილი
06.05.20 19:15
1125
აუდიტორულმა და საკონსულტაციო კომპანია AGIC-მ 2018 წლის ფინანსური ანგარიშგებების საფუძველზე რძის პროდუქტების ინდუსტრიის კვლევა ჩაატარა, რომელიც პირველი, მეორე და მესამე ზომითი კატეგორიის კომპანიების რძის პროდუქტებით ვაჭრობისა და წარმოების ინდუსტრიაში არსებული ტენდენციების გამოვლენას ემსახურება.

კვლევის შედეგების მიხედვით, რძის და რძის პროდუქტების მწარმოებელ და მოვაჭრე კომპანიების ჯამური ბრუნვა - 296 მლნ ლარს, აქტივების ჯამი - 133 მლნ ლარს აღემატება, ხოლო ჯამური მოგება დაბეგვრამდე 14 მლნ ლარს აღწევს.

მონაცემების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ქართულ კომპანიებს რძისა და რძის პროდუქტების წარმოების ინდუსტრიაში შემდეგი ფინანსური მაჩვენებლები გააჩნიათ: მოგებამ კაპიტალზე (ROE) საშუალოდ 9% , მოგებამ აქტივებზე (ROA) კი - 28% შეადგინა.

გარდა ამისა, დადგინდა ფინანსური კოეფიციენტები ინდუსტრიის საშუალო ლიკვიდურობის, ეფექტურობისა და გადახდის უნარიანობის შესახებ. აღსანიშნავია, რომ 5-მა კომპანიამ წელი ზარალით დასრულა, რაც დარგში არსებულ კონკურენციაზე მიუთითებს.

კვლევის თანახმად, მოცემული 19 კომპანიიდან მხოლოდ ერთი კომპანია ეკუთვნოდა პირველ კატეგორიას, ორი კომპანია მეორე კატეგორიაში ერთიანდებოდა, ხოლო დანარჩენი - 16 კომპანია მესამე კატეგორიას წარმოადგენდა. აქედან აუდირებულია, მხოლოდ 3 კომპანია.

ცნობისთვის, კვლევაში გამოყენებული მონაცემები აღებულია ანგარიშგების პორტალის ვებგვერდიდან, სადაც ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად წლიური ფინანსური ანგარიშგებების გამოქვეყნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები