მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2019 წელს საქართველოში ცხოველთა და ფრინველთა 106 სასაკლაო ფუნქციონირებდა

5ee787924b554
ინგა მურუსიძე
15.06.20 19:10
1593

2019 წელს საქართველოში  ცხოველთა და ფრინველთა 106 ერთეული სასაკლაო ფუნქციონირებდა. საქსტატის ანგარიშის თანახმად, მათგან 23.6% ქვემო ქართლშია, 15.1% - კახეთში, 11.3% - შიდა ქართლში, 11.3% - იმერეთში, 11.3% - სამეგრელო-ზემო სვანეთში მდებარეობს, ხოლო დანარჩენი 27.4% სხვა რეგიონებშია განთავსებული.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ქვეყანაში 2019 წელს მოქმედ სასაკლაოებში დღის განმავლობაში მაქსიმუმ 54 421 ერთეული პირუტყვისა და ფრინველის დაკვლა იყო შესაძლებელი (ნაკლავის შესაძლო მაქსიმალური დღიური მოცულობა).

ამასთან, საქტსტატის მონაცემებით, 2019 წლის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლულია 438.6 ათასი სული პირუტყვი, მათ შორის 38.0 პროცენტი - მსხვილფეხა, ხოლო 62.0 პროცენტი - წვრილფეხა (ცხვარი, თხა, ღორი და სხვა). გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 11 084.8 ათასი ერთეულით განისაზღვრა.

აღსანიშნავია, რომ სასაკლაოების უმრავლესობა (48.1 პროცენტი) სრულად არის აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიებით, 48.1 პროცენტი აღჭურვილია ნაწილობრივ, ხოლო 3.8 პროცენტი არ არის აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიებით.

საქსტატის მონაცემებით, სასაკლაოების 67.9 პროცენტი არ სარგებლობს სესხით, ხოლო 32.1 პროცენტს აღებული აქვს სესხი სხვადასხვა მიზნით: 61.8 პროცენტს - ძირითადი კაპიტალის შეძენისთვის, 5.9 პროცენტს  საბრუნავი კაპიტალისათვის, ხოლო 32.4 პროცენტს, როგორც ძირითადი ასევე საბრუნავი კაპიტალისათვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები