მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2019 წლიდან, EU-სგან სამინისტროებმა სამოქალაქო საზოგადოებაზე 10-ჯერ მეტი დახმარება მიიღეს - ევროკომისია

კობახიძე დავითაშვილი

ევროკომისიის გენერალური დირექტორატი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში (DG NEAR) საქართველოს მიმართ ევროკავშირის დახმარებაზე არასწორ ინტერპრეტაციას პასუხობს და აღნიშნავს, რომ საკითხის სიცხადე მნიშვნელოვანია უცხოური აგენტებისკანონის კონტექსტში.

სოციალურ ქსელში DG NEAR-ი 2019-2024 წლებში 10 უმსხვილესი ბენეფიციარის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას, რომლებიც საჯარო უწყებები არიან და მიუთითებს, რომ სამინისტროებმა 10-ჯერ მეტი დახმარება მიიღეს ევროკავშირისგან, ვიდრე სამოქალაქო საზოგადოებამ.

ევროკომისიის მონაცემებით, საქართველოში, 2019-2024 წლებში საჯარო უწყებებს ევროკავშირისგან მიღებული აქვთ 518 მლნ ევრომდე დახმარება (მოიცავს 75-მილიონიან სესხს COVID-ის დრო), მაშინ, როდესაც სამოქალაქო საზოგადოებაზე 46.1 მლნ ევრო, ხოლო კერძო სექტორზე 6.1 მლნ ევრო მოდის.

რაც შეეხება ამავე პერიოდში ევროკავშირისგან ყველაზე მეტი თანხის მიმღებ ბენეფიციარებს:

  • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და ადგილობრივი თვითმმართველობები - €111.55 მლნ
  • ფინანსთა სამინისტრო - €101.4 მლნ
  • თავდაცვის სამინისტრო - €62.75 მლნ
  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სააგენტოები - €57 მლნ
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო - €30.5 მლნ
  • დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - €25.07 მლნ
  • მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია - €19 მლნ
  • განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრო - €12.85 მლნ
  • შინაგან საქმეთა სამინისტრო - €10.5 მლნ
  • მთავრობის ადმინისტრაცია - €7.4 მლნ
  • საქართველოს პარლამენტი - €4.8 მლნ

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები