მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2019 წელთან შედარებით ვიზიტორთა რაოდენობა 80%-ით, შემოსავლები კი 66%-ით ნაკლებია – TBC

61850518b6413
შოთა ტყეშელაშვილი
05.11.21 14:17
613
2021 წლის იანვარ-სექტემბერში, საქართველოს 1,188,234 ვიზიტორი ეწვია, რაც 2019 წლის იმავე პერიოდში ჩამოსული ვიზიტორების 20%-ია.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2021 წლის 9 თვეში საქართველომ ტურიზმიდან $865.8 მიიღო, რაც 2019 წლის სამი კვარტლის ტურისტული შემოსავლის 34%-ია.

“თიბისი კაპიტალის” მიერ გამოქვეყნებული შეფასების თანახმად, მართალია სექტემბერში ვიზიტორების რაოდენობამ შემცირება დაიწყო, თუმცა მათი რაოდენობა 2019 წლის დონის 28.9%-ზეა, ეს კი აგვისტოს მაჩვენებელს (24.5%) აღემატება.

ამასთანავე, სექტემბერში, ტურიზმის შემოსავლები 2019 წლის 51%-ის დონეზე აღდგა.

“სექტემბერში ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთიდან ჩამოვიდა და ჯამური რაოდენობის 15% შეადგინა. მიუხედავად ამისა, მეზობელი ქვეყნების წილი წინა თვესთან შედარებით უცვლელი დარჩა და კვლავ 41%-ს გაუტოლდა, რაც საგრძნობლად დაბალი მაჩვენებელია 2019 წლის იმავე პერიოდთან შედარებით (66%).

აღსანიშნავია ისიც, რომ სექტემბერში თურქეთის წილი 2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა 2019 წლის იმავე პერიოდთან შედარებით და 14%-ს გაუტოლდა. ისრაელიდან ჩამოსული ვიზიტორების წილმა 3% შეადგინა, რაც გაუმჯობესებაა აგვისტოსთან შედარებით (1%).

2019 წლის სექტემბერთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებისა (8%) და უკრაინის (10%) წილი. ასევე, 11%-მდე გაიზარდა ევროკავშირის ქვეყნების წილიც.

სასტუმროებში საშუალო დატვირთულობა აგვისტოსთან შედარებით 27%-ით შემცირდა და 50% შეადგინა. 2019 წელთან შედარებით, მაღალი კლება დაფიქსირდა თბილისში, სადაც დატვირთულობამ 32%-ით იკლო და 52%-ს გაუტოლდა.

რაც შეეხება, სასტუმროებში საშუალო დღიურ ფასს, 2019 წლის სექტემბრის მაჩვენებელის მხოლოდ 77% აღდგა, რაც მნიშვნელოვანი კლებაა აგვისტოსთან შედარებით (88%),”- ნათქვამია თიბისი კაპიტალის მიმოხილვაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები