რა საერთო აქვს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, ნეიმარს, BTS-ს და სოციალურ ქსელში აქტიურად გამოყენებად ემოციის სიმბოლოს ":D" ? ამ კითხვას პასუხსTwitter-ის მომხმარებლები ყველაზე მარტივად გასცემენ - სოციალური მედიის ამ პლატფორმაზე დასახელებული ჩამონათვალი 2019 წლის ყველაზე აქტიურად გადაზიარებადი სიტყვები იყო.
Twitter-მა, ბლოგში, 2019 წელს სოციალურ ქსელში ყველაზე განხილვადი თემები რამდენიმე ჯგუფად დაყო და ლიდერები დაასახელა. მათ შორის არის „სამეფო კარის თამაშები“, „ხანძარი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში“, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპი და მისი განცხადებები.
სოციალურ ქსელში ყველაზე განხილვად (“დაჰეშთეგებულ”) 10 თემას შორის მოხვდა ნოტერ-დამი, რეივის ერის დასაწყისი, ვენესუელა, Brexit, ტაიფუნი იაპონიაში, ხანძარი ამაზონის ტყეში, საპროტესტო გამოსვლები ჰონგ-კონგში, აქციები კლიმატის საკითხებზე ახალ ზელანდიაში, მეჩეთში მომხდარი ტერაქტი და აშშ-ში საპრეზიდენტო კანდიდატების წინასაარჩევნო დებატები.
Twitter-ში 2019 წელს ყველაზე ხშირად განიხილავდნენ ქათმის კვერცხის ფოტოს, რომელმაც იანვარში მოწონებების რაოდენობით მსოფლიო რეკორდი მოხსნა. ( https://twitter.com/egg_rt.../status/1084699357528625153 ...)
ყველაზე პოპულარული “ტვიტების” რეიტინგი სოციალური მედიის მხრიდან 19 თემატურ ჯგუფად არის დაყოფილი.
ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსები „ტვიტერზე”:
დონალდ ტრამპი
ბარაკ ობამა
ნარენდრა მოდი
ალექსანდრია ოკასიო კორტეზი
ჯაი ბოლსონარო
ბერნი სანდერსი
ჰილარი კლინტონი
ჯო ბაიდენი
ემანუელ მაკრონი
ვლადიმერ პუტინი
ყველაზე გამოხმაურებადი მუსიკოსები „ტვიტერზე“:
BTS
Ariana Grande
Drake
Rihanna
Cardi B
Justin Bieber
Beyonce
Kanye West
Billie Eilish
Lady Gaga
ფილმები, რომელთა შესახებაც ყველაზე მეტჯერ „დაიტვიტა“:
The Avengers: Endgame
Toy Story 4
Joker (2019)
Spider-Man: Far From Home
The Lion King (2019)
Weathering With You (天気の子)
Captain Marvel
IT Chapter 2
Star Wars: The Rise of Skywalker
Frozen 2
ყველაზე ხშირად მოხსენიებული სერიალები „ტვიტერზე“:
Game of Thrones
Stranger Things
The Simpsons
La Casa de Papel
Grey's Anatomy
Love Island
Catfish: The TV Show
Family Guy
The Walking Dead
Narcos




























