2020/2021 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებული იყო 62 699 პედაგოგი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 1.7%-ით ნაკლებია.
ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სტატისტიკური მონაცემების შესახებ ანგარიშშია მოცემული.
მასწავლებელთა დიდ უმრავლესობას ქალები შეადგენენ, კერძოდ, პედაგოგების რიცხოვნობაში ქალების წილი - 87.2%, ხოლო კაცების წილი 12.8%-ია.
ცნობისთვის: 2020/2021 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოში სულ 2 309 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება იყო, მათ შორის - 2 086 საჯარო, ხოლო 223 - კერძო. წინა სასწავლო წელთან შედარებით ქვეყანაში არსებული სკოლების რაოდენობა 4 ერთეულით შემცირდა, ყველაზე მეტი სკოლა კი, იმერეთში ფიქსირდება.




























