მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2020-2025 წლებში აუდიტის სამსახურმა 3 200-ზე მეტი რეკომენდაცია გასცა - როგორია შესრულება?

აუდიტის სამსახური

2020-2025 წლებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 3,200-ზე მეტი რეკომენდაცია გასცა, საიდანაც სრულად 49%-ია შესრულებული. ამის შესახებ სამსახურის წლიურ ანგარიშშია აღნიშნული.

ანგარიშის თანახმად, ნაწილობრივ შესრულებულია რეკომენდაციების − 30%. რეკომენდაციების 11% − მიმდინარეა და ორგანიზაციების მიერ მათი საბოლოო შესრულებისთვის დაგეგმილი თარიღი ჯერ არ დამდგარა, ხოლო 10% − შეუსრულებელია.

შესრულების დადებითი ტენდენცია შეინიშნება ცენტრალური ხელისუფლების დონეზე, რომელიც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში 47%-დან 61%-მდე გაიზარდა. სამსახურის თანახმად, ამას ხელი შეუწყო პარლამენტთან მჭიდრო კოორდინაციამ და ანგარიშების აუდიტის ჯგუფის ფორმატში ინტენსიურმა განხილვამ.

ამასთან, გამოწვევად რჩება მუნიციპალიტეტებზე გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა, სადაც მხოლოდ 36%-ია შესრულებული, ნაწილობრივ შესრულებულია - 43%, მიმდინარეა - 6%, ხოლო შეუსრულებელია - 15%.

შესრულებული

ნაწილობრივ შესრულებული

მიმდინარე

შეუსრულებელი

ჯამურად

49%

30%

11%

10%

ცენტრალური

61%

15%

19%

5%

მუნიციპალიტეტები

36%

43%

6%

15%

აჭარის ა.რ.

65%

24%

10%

0%

აფხაზეთი ა.რ.

97%

2%

1%

0%

შესრულების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს ფინანსური აუდიტების ფარგლებში გაცემულ რეკომენდაციებს - 61%, ხოლო ყველაზე დაბალი ეფექტიანობის აუდიტის რეკომენდაციებს - 30%, რაც განპირობებულია ეფექტიანობის აუდიტების შინაარსიდან გამომდინარე რეკომენდაციების შესრულების მეტი სირთულითა და პროცესის ხანგრძლივობით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები