მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2020 წლის შემდეგ პირველად, ჩრდილოეთ კორეამ ქვეყანაში უცხოელების შესვლა დაუშვა

კიმ ჩენ ინი

პანდემიური 2020 წლის შემდეგ პირველად, ჩრდილოეთ კორეამ უცხოელი ვიზიტორებისთვის საზღვრები გახსნა, მაგრამ ქვეყანაში შესვლისთანავე, მათ ორდღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ.

ამ გზით, გლობალურ ეკონომიკასთან სრულ იზოლაციაში მყოფ ქვეყანას მყარ ვალუტაში შემოსავლის მიღება აქვს გადაწყვეტილი. ამ მხრივ, წლების განმავლობაში მნიშვნელოვან როლს ჩინელი ტურისტები ასრულებდნენ, რომელთაც ქვეყანაში ჩინური იუანი შემოჰქონდათ - ვალუტა, რომელიც მსოფლიოს ბევრი ქვეყნის საცავებში მნიშვნელოვან წილს იკავებს.

უცხოელი ვიზიტორებისთვის ქვეყნის საზღვრების ჩაკეტვამ, ისედაც იზოლირებული ქვეყანა კიდევ უფრო დიდ ეკონომიკურ გასაჭირში შეიყვანა.

სამხრეთ კორეის ცენტრალური ბანკის შეფასებით, ჩრდილოეთ კორეის ეკონომიკის ზომა იმდენადაა შემცირებული, რომ იმ მაჩვენებელსაც კი ჩამორჩება, რომელიც თორმეტი წლის წინ დააფიქსირა, როცა კიმ ჩენ ინი ჩრდილოეთ კორეის მმართველად დაინიშნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები