მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2020 წელს საქართველომ $2.3 მილიონის ზეთისხილი იყიდა

60b4afd64f757
ვიქტორია მღებრიშვილი
31.05.21 21:19
826
გასულ წელს საქართველომ 1 532.2 ტონა ზეთისხილის იმპორტისთვის 2.3 მლნ დოლარი გადაიხადა. აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი პანდემიამდელ ანუ 2019 წლის მონაცემებთან შედარებით 6.6%-ითაა შემცირებული.

საქსტატის მონაცემებით, საქართველო ძმრისა ან ძმარმჟავას დამატების გარეშე დამზადებულ ან დაკონსერვებულ, გაუყინავ ზეთისხილს, ძირითადად, ესპანეთიდან ყიდულობს.

ძირითადი მომწოდებელი ქვეყნების ჩამონათვალი კი ასე გამოიყურება:

1. ესპანეთი - 1.7 მლნ დოლარი, 1 175.2 ტონა;
2. თურქეთი - 223.8 ათასი დოლარი, 121.1 ტონა;
3. სომხეთი - 111 ათასი დოლარი, 90.2 ტონა;
4. უნგრეთი - 71.5 ათასი დოლარი, 36.9 ტონა;
5. საბერძნეთი - 54.5 ათასი დოლარი, 25.5 ტონა;
6. ეგვიპტე - 48.1 ათასი დოლარი, 57.9 ტონა;
7. იტალია - 20.1 ათასი დოლარი, 5.9 ტონა;
8. გერმანია - 10.4 ათასი დოლარი, 6 ტონა;
9. საფრანგეთი - 10.1 ათასი დოლარი, 3 ტონა;
10. უკრაინა - 1.9 ათასი დოლარი, 1 ტონა.

2021 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში 513 ათასი დოლარის ღირებულების 304.6 ტონა ზეთისხილი შემოვიდა. ექსპორტზე კი 29.9 ათასი დოლარის ღირებულების 18.5 ტონა პროდუქტი გავიდა.

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოდან გასულ წელს 149.0 ათასი დოლარის ღირებულების 108.3 ტონა ზეთისხილი ექსპორტზე მხოლოდ სომხეთში გავიდა, ხოლო 2019 წელს საქართველოდან რეალიზებული ზეთისხილის ღირებულებამ 0.6 ათასი დოლარი შეადგინა. 2018 წელს კი 30.5 ტონა ზეთისხილი 41.8 ათასი დოლარად სომხეთსა და ირანში გავყიდეთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები