მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთთან სავაჭრო ბრუნვა 18.6%-ით შემცირდა - რით ვვაჭრობთ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთან?

644678233bc00
ვიქტორია მღებრიშვილი
25.04.23 09:00
1069
საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორ ჩინეთთან მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქონლით ვაჭრობა 18.6%-ით შემცირდა. შედეგად, სავაჭრო ბრუნვამ 376.023 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ვაჭრობის კლების მიუხედავად, ჩინეთი საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის 7.9%-იანი წილით მესამე ადგილზეა.

საქართველოდან ჩინეთში ექსპორტი იანვარ-მარტში, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 39.4%-ით შემცირდა. ამ პერიოდის განმავლობაში ქვეყანამ ჩინეთში საქონლის რეალიზებით 133 მილიონ 332 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო და 9.1%-იანი წილით პარტნიორებს შორის მეოთხე ადგილი დაიკავა. აღსანიშნია, რომ გასული წლის ამავე პერიოდში ჩინეთი 18.8%-იანი წილითა და 220 მილიონიანი ექსპორტით უმსხვილესი ქვეყნების ათეულში პირველ ადგილზე იყო.

საქართველოდან ჩინეთში ექსპორტირებული სასაქონლო ჯგუფების TOP-5-ეული ასეთია:

1. სპილენძის მადნები და კონცენტრატები - 103.5 მლნ დოლარი, კლება - 41.9%;
2. ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები - 14.8 მლნ დოლარი, კლება - 32.4%;
3. ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი - 6.3 მლნ დოლარი, ზრდა - 55%;
4. ყურძნის ნატურალური ღვინოები - 2.6 მლნ დოლარი, კლება - 12.2%;
5. მსუბუქი ავტომობილები - 1.4 მლნ დოლარი, ზრდა - 4 771%;

დანარჩენი საქონლის ექსპორტი 64.1%-ით შემცირდა.

პირველ კვარტალში ჩინეთიდან საქონლის იმპორტი გაიზარდა, თუმცა მცირედით. შესაბამისად საქართველომ ამ პერიოდში 242 მილიონ 691 ათასი დოლარის ღირებულების საქონელი იყიდა და 7.3%-იანი წილით უმსხვილესი იმპორტიორი სახელმწიფოების ათეულში მეოთხე ადგილი დაიკავა. ზრდა 0.3% იყო.

ჩინეთიდან იმპორტირებული საქონლის TOP-5-ეული ასე გამოიყურება:

1. გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები - 25.2 მლნ დოლარი, ზრდა - 321%;
2. მარტივი პოლიაცეტალები, პოლიეთერები და ეპოქსიდის ფისები - 7.5 მლნ დოლარი, კლება - 56.8%;
3. ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან სიგანით - 6.6 მლნ დოლარი, კლება - 1.4%;
4. რეზინის ახალი პნევმატური სალტეები და საბურავები - 5.2 მლნ დოლარი, კლება - 32.4%
5. აპარატურა მიმღები სატელევიზიო კავშირისათვის - 5.2 მლნ დოლარი, კლება - 10.4%.

დანარჩენი საქონლის იმპორტი 2.6%-ით შემცირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები