მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2020 წელს საქართველომ 739.5 ათასი დოლარის ხიზილალა იყიდა - საიმპორტო ქვეყნები

6087f8c027822
ვიქტორია მღებრიშვილი
27.04.21 20:25
1155
საქართველომ გასულ წელს 739.5 ათასი დოლარის ღირებულების 36.8 ტონა ზუთხის და ორაგულის ხიზილალა და მისი შემცვლელები იყიდა. აღნიშნული მაჩვენებელი 2019 წლის იმპორტთან შედარებით 31.7%-ითაა შემცირებული (1.1 მლნ დოლარი, 48.8 ტონა).

იმპორტირებული საქონლიდან ზუთხის ხიზილალის წილი 2020 წელს 77.9 ათასი დოლარი იყო, 2019 წელს - 94.5 ათასი დოლარი; რაც შეეხება ორაგულის ხიზილალასა და მის შემცვლელებს, გასულ წელს 36.6 ტონა პროდუქტის შესაძენად ქვეყნიდან 661.6 ათასი დოლარი გავიდა.

ზუთხის ხიზილალა ძირითადად იტალიიდან (68 ათასი დოლარი), ლატვიიდან (3.8 ათასი დოლარი), ჩინეთიდან (3.6 ათასი დოლარი) და გერმანიიდან (2.4 ათასი დოლარი) შევიძინეთ, ხოლო ორაგულის ხიზილალისა და მისი შემცვლელების მთავარ საიმპორტო ბაზარს რუსეთი წარმოადგენს:

1. რუსეთი - 477.7 ათასი დოლარი;
2. ბელარუსი - 84.9 ათასი დოლარი;
3. უკრაინა - 55.8 ათასი დოლარი;
4. აშშ- 17.9 ათასი დოლარი;
5. გერმანია - 14.1 ათასი დოლარი;
6. საფრანგეთი - 6 ათასი დოლარი; 
7. მოლდოვა - 5.2. ათასი დოლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები