2024 წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოში ორაგულის (წითელი) ხიზილალის იმპორტი გაიზარდა, ხოლო ზუთხის ხიზილალის (შავი) იმპორტმა იკლო.
საქსტატის მონაცემებით, იანვარ-ნოემბერში ქვეყანამ 89 370 დოლარის ღირებულების 0.14 ტონა შავი ხიზილალა (ზუთხის) შეიძინა. 2023 წლის 11 თვესთან შედარებით, შავი ხიზილალის იმპორტი ღირებულებაში 50%-ით, ხოლო რაოდენობრივად 88%-ითაა შემცირებული.
ამასთან, 2023 წლისგან განსხვავებით, 2024 წელს საქართველოში ზუთხის ხიზილალა აღარ შემოსულა რუსეთიდან და ჩინეთიდან. იანვარ-ნოემბერში საიმპორტო ბაზრები ასე ჩამოყალიბდა:
- საფრანგეთი - $40 890;
- იტალია - $39 190;
- ლატვია - $9 300.
რაც შეეხება წითელ (ორაგულის) ხიზილალას და მის სხვა შემცვლელებს, საქსტატის მონაცემებით, საქართველომ 2024 წელს, 11 თვეში, 115 ტონა ხიზილალის შესაძენად 1.4 მლნ დოლარი გადაიხადა. წლიური ზრდა ღირებულებაში 18%, ხოლო რაოდენობრივად 31%-ია.
2024 წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოში წითელი ხიზილალა ყველაზე დიდი რაოდენობით რუსეთიდან შემოვიდა. 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით რუსეთიდან ხიზილალას იმპორტი რაოდენობრივად 181%-ით გაიზარდა.
უფრო დეტალურად, საქართველო წითელ ხიზილალას შემდეგი ძირითადი ქვეყნებიდან ყიდულობს:
- რუსეთი - $890 090/62 ტონა;
- ჩინეთი - $239 100/12 ტონა;
- ბელარუსი - $181 080/37 ტონა;
- პოლონეთი - $38 340/2 ტონა;
- ლატვია - $26 390/0.19 ტონა.
მცირე რაოდენობით პროდუქტი ასევე შემოვიდა ფინეთიდან ($11 530), უკრაინიდან ($5 900) და გერმანიიდან ($5 360).