მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2020 წელს საქართველოს ეკონომიკა პროგნოზირებულზე მეტად, 6.1%-ით შემცირდა

6013b573696c1
შოთა ტყეშელაშვილი
29.01.21 11:14
820
2020 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკა მთავრობის მიერ პროგნოზირებულ 5%-ზე მეტად შემცირდა და კლებამ ჯამურად 6.1% შეადგინა. საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა, რომ დეკემბერში ეკონომიკური ვარდნა 7.9% იყო, რის მიზეზსაც ქვეყანაში მოქმედი "ლოქდაუნი" წარმოადგენს. 

"2020 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კლება შეინიშნებოდა შემდეგ საქმიანობებში: განთავსების საშუალებით უზრუნველყოფა, მშენებლობა, ხელოვნება, გართობა და დასვენება, დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი.

ზრდა დაფიქსირდა შემდეგ სფეროებში: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, წყალმომარაგება, კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები, ინფორმაცია და კომუნიკაცია, სამთომოპოვებითი მრეწველობა," - ნათქვამია საქსტატის ანგარიშში.

დოკუმენტის თანახმად, გასული თვის განმავლობაში ქვეყანაში დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვამ 8.55 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წლიურად 5.1%-ით არის შემცირებული. დეკემბერში ასევე 6.3%-ით შემცირდა ახალრეგისტრირებული კომპანიების რაოდენობაც.

ეკონომიკურ ზრდაზე ნეგატიური გავლენა მოახდინა იანვარ-დეკემბერში 12%-ით შემცირებულმა ექსპორტმა. 

ეკონომიკური ვარდნის მიზეზებზე უფრო ვრცლად ბრიფინგს საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე მართავს. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები