მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2020 წელს საქართველოს სასტუმრო სექტორში 7000-მდე სამუშაო ადგილი დაიკარგა - საქსტატი

6128c14ac2e9f
თელარა გელანტია
28.08.21 00:00
806
2020 წელს საქართველოს სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში 13 615 ადამიანი იყო დასაქმებული, რომელთა უმეტესობას (54.8%) ქალები წარმოადგენდნენ.

სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების საქმიანობის შესახებ ანგარიში საქსტატმა გამოაქვეყნა.

ირკვევა, რომ 2019 წელთან შედარებით სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში დასაქმებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნადაა შემცირებული, რაც ძირითადად, პანდემიით აიხსნება. კერძოდ, საქსტატის მიხედვით, თუ 2019 წელს აღნიშნული სექტორი 20 600 ადამიანს ასაქმებდა, შარშან ეს რიცხვი 13 615-მდე შემცირდა.

საქსტატის ანგარიშის თანახმადვე, სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის ობიექტების რიცხვი 37.3%-ით 1 054-მდე შემცირდა. შემცირებულია ადგილების საერთო რაოდენობაც 57.9 ათასამდე, რაც 24.1%-ით ნაკლებია 2019 წლის შესაბამის მაჩვენებელზე. ნომრების საერთო რაოდენობაც შემცირდა 23.4%-ით და 26.9 ათასი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები