მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2020 წელს საქართველოში ქორწინებების რაოდენობა რეკორდულად - 29.7%-ით შემცირდა

60635ed202ee6
შოთა ტყეშელაშვილი
30.03.21 23:40
844
2020 წელს საქართველოში ქორწინებების რაოდენობა რეკორდულად - 29.7%-ით შემცირდა, შედეგად ქვეყანაში რეგისტრირებული ქორწინებების რაოდენობა 16,359 იყო. ქორწინებების ეს რაოდენობა 2005 წლის შემდგომ მინიმალურია. 

ქორწინებების რაოდენობის კლების მთავარი მიზეზი COVID-19-ის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები იყო. ქორწინებასთან ერთად, 2020 წელს ბოლო 14 წლის მინიმუმამდე შემცირდა შობადობაც, რამაც გასულ წელს 46,520 შეადგინა.

შობადობის შემცირებასთან ერთად, ქვეყანაში სიკვდილიანობა 8.3%-ით გაიზარდა. სიკვდილიანობის მატების და შობადობის კლების შედეგად, საქართველოს ბუნებრივი მატება უარყოფითი გახდა და მინუს 4,017 შეადგინა. 

2020 წელს, რეგისტრირებულ განქორწინებათა რაოდენობამ 7,643 ერთეული შეადგინა, რაც 31.8 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.