მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2020 წელს საქართველოში შობადობა ბოლო 14 წლის მინიმუმამდე შემცირდა

6062f8ba78c96
შოთა ტყეშელაშვილი
30.03.21 19:50
4798
2020 წელს საქართველოში შობადობა ბოლო 14 წლის მინიმუმამდეე შემცირდა - ამის შესახებ საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა, რომლის თანახმად, ქვეყანაში შობადობა 3.7%-ით შემცირდა და 46,520 შეადგინა.
პანდემიური ვითარების შედეგად, 2020 წელს რეკორდულად - 29.7%-ით შემცირდა ქორწინებების რაოდენობა, რაც შობადობის კლების ერთ-ერთი ფაქტორი იყო.

შობადობის შემცირებასთან ერთად, ქვეყანაში სიკვდილიანობა 8.3%-ით გაიზარდა. სიკვდილიანობის მატების და შობადობის კლების შედეგად, საქართველოს ბუნებრივი მატება უარყოფითი გახდა და მინუს 4,017 შეადგინა. 



საქსტატის ანგარიშის თანახმად, ბოლო 15 წლის განმავლობაში შობადობა მაქსიმალური 2014 წელს იყო და 60 ათასს აღემატებოდა, რის შემდეგაც ის თანდათანობით მცირდებოდა. 2020 წელს კი, პანდემიური ვითარების ფონზე გასული წლების მინიმუმამდე შემცირდა.

სტატისტიკის მიხედვით, დადებითი ბუნებრივი მატება მხოლოდ სამ რეგიონში - თბილისში, აჭარასა და ქვემო ქართლში დაფიქსირდა, ყველა დანარჩენ რეგიონში გარდაცვლილთა რაოდენობა შობადობაზე მაღალი იყო. 

თბილისი - 15,271 დაბადებულთა რაოდენობა; ბუნებრივი მატება 1,393 ;
აჭარა - 5,599 დაბადებულთა რაოდენობა; ბუნებრივი მატება 1,346 ;
გურია - 1,075 დაბადებულთა რაოდენობა; ბუნებრივი მატება -699 ;
იმერეთი - 5,873 დაბადებულთა რაოდენობა; ბუნებრივი მატება -2,716 ;
კახეთი - 3,828 დაბადებულთა რაოდენობა; ბუნებრივი მატება -716 ;
მცხეთა-მთიანეთი - 926 დაბადებულთა რაოდენობა; ბუნებრივი მატება -483 ;
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 259 დაბადებულთა რაოდენობა; ბუნებრივი მატება -505 ;
სამეგრელო-ზემო სვანეთი - 3,286 დაბადებულთა რაოდენობა; ბუნებრივი მატება -1,660 ;
სამცხე-ჯავახეთი - 1,912 დაბადებულთა რაოდენობა; ბუნებრივი მატება -143 ;
ქვემო ქართლი - 5,530 დაბადებულთა რაოდენობა; ბუნებრივი მატება 638 ;
შიდა ქართლი - 2,961 დაბადებულთა რაოდენობა; ბუნებრივი მატება -472.

იმის გათვალისწინებით, რომ 2020 წელს ქორწინებების რაოდენობა 29.7%-ით შემცირდა და 16,359 შეადგინა, სავარაუდოდ შობადობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება არც 2021 წელს არ არის მოსალოდნელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები