მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2020 წელს საქართველოში სიკვდილიანობა 8%-ით გაიზარდა - 50,500 ადამიანი გარდაიცვალა

6062d736c1781
შოთა ტყეშელაშვილი
30.03.21 11:53
1094
2020 წელს საქართველოში სიკვდილიანობა 8.3%-ით გაიზარდა, მატება შეეხო ქვეყნის ყველა რეგიონს. საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, გასული წლის განმავლობაში ქვეყანაში 50,537 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანაში სიკვდილიანობის ზრდის მთავარი ფაქტორი COVID-19-ის პანდემია იყო - 2020 წლის თებერვლიდან დღემდე ვირუსმა სულ 3773 მოქალაქე იმსხვერპლა. 

საქსტატს ქვეყანაში სიცოცხლის საშუალო მოსალოდნელი ხანგრძლივობის მაჩვენებლები არ განუახლებია, თუმცა სიკვდილიანობის მატების გამო, სავარაუდოდ, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა შემცირდება. 

სიკვდილიანობის ზრდის გამო, საქართველოში ბუნებრივი მატება უარყოფითი გახდა. 2019 წელს საქართველოში დაბადებულთა რაოდენობა გარდაცვლილთა რაოდენობას 1,600-ით აღემატებოდა, 2020 წელს კი ბუნებრივი მატება მინუს 4,000 იყო, რაც მოსახლეობის რაოდენობის შემცირებას ნიშნავს. 

საქსტატის ანგარიშის თანახმად გარდაცვლილთა რაოდენობა რეგიონების მიხედვით ასეთია:

თბილისი - 13,878 გარდაცვლილი; სიკვდილიანობის მატება 2019 წელთან შედარებით 1,329 ;
აჭარის ა.რ. - 4,253 გარდაცვლილი;  სიკვდილიანობის მატება 2019 წელთან შედარებით 883 ;
გურია - 1,774 გარდაცვლილი;  სიკვდილიანობის მატება 2019 წელთან შედარებით 25 ;
იმერეთი - 8,589 გარდაცვლილი; სიკვდილიანობის მატება 2019 წელთან შედარებით 581 ;
კახეთი - 4,544 გარდაცვლილი;  სიკვდილიანობის მატება 2019 წელთან შედარებით 24 ;
მცხეთა-მთიანეთი - 1,409 გარდაცვლილი; სიკვდილიანობის მატება 2019 წელთან შედარებით 98 ;
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 764 გარდაცვლილი; სიკვდილიანობის მატება 2019 წელთან შედარებით 78 ;
სამეგრელო-ზემო სვანეთი - 4,946 გარდაცვლილი; სიკვდილიანობის მატება 2019 წელთან შედარებით 72 ;
სამცხე-ჯავახეთი - 2,055 გარდაცვლილი; სიკვდილიანობის მატება 2019 წელთან შედარებით 110 ;
ქვემო ქართლი - 4,892 გარდაცვლილი; სიკვდილიანობის მატება 2019 წელთან შედარებით 520 ;
შიდა ქართლი - 3,433 გარდაცვლილი; სიკვდილიანობის მატება 2019 წელთან შედარებით 158 ;

საქართველოში 2013 წლიდან მოყოლებული 2020 წელთან შედარებით უფრო მაღალი სიკვდილიანობა მხოლოდ 2016 წელს იყო, რადგან წლის განმავლობაში ქვეყანაში 50,771 ადამიანი გარდაიცვალა. 2017, 2018 და 2019 წლებში გარდაცვლილთა საშუალო რაოდენობა 46.8 ათასი იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები