მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„2020 წლის გაყიდვებმა 2019 წლის მაჩვენებელს გადააჭარბა“ – LISI Development

6013e5fec0b85
ვიქტორია მღებრიშვილი
27.01.21 18:33
1032
ტურიზმის სექტორის შემდეგ 2020 წელი განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა დეველოპერებისთვის. წლის პირველ ნახევარში ვირუსის გავრცელების შესაკავებლად დაწესებულმა შეზღუდვებმა დეველოპერული სექტორი უპროგნოზო მდგომარეობაში ჩააყენა. Colliers International Georgias მიმოხილვის მიხედვით, 2020 წლის პირველ ნახევარში 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თბილისში ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 34%-ით, ხოლო ბაზრის ღირებულება 36%-ით შემცირდა.

გასული წლის მეორე ნახევრიდან საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით იპოთეკური სესხესბის სუბსიდირების პროგრამა ამოქმედდა, რამაც საცხოვრებელი სახლების გაყიდვები მნიშვნელოვნად გაზარდა, თუმცა ეს მხოლოდ ეკონომ სეგმენტს შეეხო.

რაც შეეხება დეველოპმენტის პრემიუმ სეგმეტს, უძრავი ქონების ბაზრის სხვადასხვა კვლევისა და მიმოხილვის მიხედვით, ამ ნაწილში 2020 წლის ბოლომდე მოსალოდნელი ტრანზაქციების უნდა შემცირებულიყო, ხოლო ფასი უმნიშვნელოდ შეცვლილიყო.

როგორი იყო 2020 წელი კომპანია „ლისი დეველოპმენტისთვის“ და რა გავლენა იქონია პანდემიამ მის საქმიანობაზე - BM.GE-ის ამ კითხვებზე „ლისი დეველოპმენტის“ გენერალურმა დირექტორმა ნოდარ ადეიშვილმა უპასუხა და განაცხადა, რომ მათ შემთხვევაში გაყიდვებმა 2019 წლის მაჩვენებელს გადააჭარბა.

"საცოხვრებელ კომპლექსში „მწვანე ქალაქი ლისზე“, მთავარი კონცეფცია 80/20-ზეა, რაც ტერიტორიის 80%-ის გამწვანებას და დამატებითი ინფრასტრუქტურისთვის დათმობას, ხოლო 20%-ის საცხოვრებელი სახლებისთვის გამოყენებას გულისხმობს. პროექტი სრულად დაგეგმარებულია დაბალი სიმჭიდროვის განაშენიანებით, რომელიც ამ წლის მთავარი მოთხოვნა იყო მომხმარებლის მხრიდან, სწორედ ამის გამო 2020 წელს კომპანიის გაყიდვებმა 2019 წელს გადააჭარბა“, - ასე აჯამებს გასული წლის შედეგებს Lisi Development-ის გენერალური დირექტორმა.

ნოდარ ადეიშვილი ამბობს, რომ გასული წლის პირველ ნახევარში საკმაოდ ბევრი გამოწვევა იყო, რადგან პროგნოზების გაკეთება გართულდა, თუმცა წლის მეორე ნახევრიდან მოთხოვნა „ლისი დეველოპმენტის“ პროდუქტზე გაიზარდა, რამაც შესაბამისად გაყიდვების ზრდა გამოიწვია.

„წელი გამოწვევებით დაიწყო, ვინაიდან მომავლის განჭვრეტა უბრალოდ შეუძლებელი იყო, თუმცა „ლისი დეველოპმენტის“ მენეჯმენტი თავიდანვე ელოდა, რომ მწვანე კონცეფციაზე მოთხოვნა ამ პერიოდში კიდევ უფრო გაიზრდებოდა, რადგან დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი დაბალი სიმჭიდროვის განაშენიანება, ეკოლოგია და სიმწვანე გახდა, რომელსაც „ლისი დეველოპმენტი“ სრულად პასუხობს. სწორედ ამის გამო კომპანიამ 2020 წელს გაყიდვების გაზრდა შეძლო.

"მწვანე ქალაქი ლისზე" მაღალი კლასის პროდუქტია, თუმცა ჩვენ მომხმარებელს არამხოლოდ კვადრატულ მეტრებს, არამედ ცხოვრების ახალ სტილს ვთავაზობთ ეკოლოგიურად სუფთა გარემოში. მომხმარებლის მოთხოვნა შეიცვალა და ის სცდება მხოლოდ და მხოლოდ მაღალი ხარისხის საცხოვრებელს, მათთვის მნიშვნელოვანი ხდება ეზო და ეკოლოგიურად სუფთა გარემო, სადაც მეტი სივრცე და ჰაერია“, - განაცხადა ნოდარ ადეიშვილმა.

მისი თქმით, პანდემიამ, ეკონომიკურმა სირთულეებმა და საარჩევნო წელმა მათი უძრავი ქონების ღირებულებაზე ნეგატიურად ვერ იმოქმედა და კომპანიამ წლის მეორე ნახევარში მომხმარებელს მეტი ბენეფიტების შესთავაზა და ფასებიც მცირედიდ გაზარდა.

„2020 წელს სახეზე გვქონდა ვალუტის კურსის გაუფასურება, პანდემია, ეკონომიკური კრიზისი და საარჩევნო წელი, რაც ხშირ შემთხვევაში - უძრავი ქონების შეძენის გადაწყვეტილებებს აფერხებს. ზოგადად, არჩევნების წელი ყოველთვის აისახება ეკონომიკაზე, განსაკუთრებით კი უძრავი ქონების ბაზარზე, თუმცა წელს "ლისი დეველოპმენტის" შემთხვევაში ასე არ იყო. ვფიქრობთ, რომ ახსნა იმაშია რომ პროდუქტმა უპასუხა პანდემიურ მოთხოვნებს, რამაც გაყიდვების ტრენდი არა მხოლოდ შეინარჩუნა, არამედ გაზარდა კიდეც. ის ადამიანები, რომლებიც ბინებისა და მიწების შეძენას წლის დასაწყისში ფიქრობდნენ, კვარტლის ბოლოს მიიღეს გადაწყვეტილება ყიდვაზე. პანდემიის პერიოდშიც კი შევძელით პროდუქტები გაგვეუმჯობესებინა და მეტი ბენეფიტებიც შეგვეთავაზებინა მომხმარებლისთვის, რამაც შესაძლებლობა მოგვცა ფასები მცირედიდ გაგვეზარდა, - აღნიშნა ლისი დეველოპმენტის გენერალურმა დირექტორმა.

მისივე ინფორმაციით, მათი მომხმარებლების 80%-ს ქართველები წარმოადგენენ, ხოლო 20%-უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან.

აღსანიშნავია, რომ "ლისი დეველოპმენტი" ქართულ დეველოპერულ ბაზარზე 2010 წელს პროექტით „მწვანე ქალაქი ლისზე“ შემოვიდა და დღემდე პროექტის განხორციელებისა და განვითარებისთვის ჯამში 135 მლნ დოლარის ინვესტიცია განახორციელა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები