მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმში, ნოემბერში ახალი ბინების მ²-ის საშუალო ფასი $1 097-მდე გაიზარდა, ძველის - შემცირდა - Colliers Georgia

ბინები

ნოემბერში ბათუმში ბინების გაყიდვები წლიურად 39%-ით, 1,374 ერთეულამდე გაიზარდა, ბაზრის ზომა კი 46%-ით გაიზარდა და 71 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ Colliers Georgia-ს საცხოვრებელი უძრავი ქონების განახლებულ მიმოხილვაშია აღნიშნული.

"ბათუმში 2024 წლის ნოემბერში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 49%-ით გაიზარდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 23%-იანი კლება დაფიქსირდა.

ამ პერიოდში, ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 6%-ით გაიზარდა და მ²-ზე 1,097 დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი 2%-ით, მ²-ზე 975 აშშ დოლარამდე შემცირდა", - ნათქვამია მიმოხილვაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები