მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2021 წელს ადგილობრივმა ვიზიტორებმა თვიურად საშუალოდ ₾226 მლნ დახარჯეს

6231a70ba1310
მარიამ ვარადაშვილი
16.03.22 13:03
920

საქსტატის ინფორმაციით, 2021 წელს საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა, დაახლოებით, 1.2 მლნ იყო, რომელთა მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიურმა რიცხვმა 1.4 მლნ შეადგინა.

მოცემულ პერიოდში ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 36.7%-ით მეტია 2020 წლის მაჩვენებელზე. 2021 წელს საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 662.6 ათასით იყო, რაც 38%-ით მეტია 2020 წლის მაჩვენებელზე. 

ვიზიტორების 44% თბილისის მაცხოვრებელია, 11.5% ქვემო ქართლის რეგიონზე მოდის, 11.3% - იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე, ხოლო დანარჩენი რეგიონები სტრუქტურაში შედარებით დაბალი წილით არის წარმოდგენილი.

2021 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობამ 226 მილიონი ლარი შეადგინა.

აღნიშნული მაჩვენებელი 53.6%-ით მეტია გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე. ამასთან, ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი გაზრდილია 13%-ით და 160 ლარს უტოლდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები