სემეკის ინფორმაციით, 2021 წელს ქვეყანაში ჯამურად ექსპლუატაციაში 6 ელექტროსადგური შევიდა, რომელთა დადგმული სიმძლავრე 15.51 მგვტ შეადგინა.
ეს სადგურებია:
დვირულა ჰესი - 1.99 მგვტ
სხალთა ჰესი - 9.0 მგვტ
ხრამი ჰესი - 1.13 მგვტ
თბილისის ზღვის ჰესი - 0.4 მგვტ
როშკა 2 - 1.99 მგვტ
როშკა 3 - 1.0 მგვტ
2021 წელს ქვეყანაში არსებული ელექტროსადგურების ჯამურმა დადგმულმა სიმძლავრემ 4,524.5 მგვტ შეადგინა. აქედან ჰიდრო – 3,380.2 მგვტ, თბო – 1,143.2, მგვტ, ხოლო ქარი – 20.7 მგვტ. დადგმული სიმძლავრე 0.1 %-ით აღემატება 2020 წლის მაჩვენებელს.




























