მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2021 წელს ჯანდაცვის დაწესებულებებში საწოლების რაოდენობა 11%-ით გაიზარდა

62e65589f3ae2
ვიქტორია მღებრიშვილი
31.07.22 15:22
738
2021 წლის მონაცემებით, საქართველოში ფუნქციონირებდა 268 საავადმყოფო, საწოლთა ფონდი კი 20.6 ათასს შეადგენდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 11.0%-ით აღემატება. ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაცია - ჯანმრთელობის დაცვის 2021 წლის მაჩვენებლებშია ნათქვამი.

დარგის სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, გასულ წელს საავადმყოფოში დაყოვნებისა და დატვირთვის მაჩვენებლებიც გაიზარდა და დაყოვნებამ 6.2 დღე შეადგინა (2020 წელს - 5.6 დღე), ხოლო დატვირთვამ - 201.2 დღე (2020 წელს - 190.7 დღე) შეადგინა.

ქვეყანაში ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულებების რაოდენობა 2 272 ერთეულს შეადგენდა. აღნიშნულ დაწესებულებებში ექიმთან მიმართვების რიცხვი წლის განმავლობაში 15 003 ათასს გაუტოლდა, რაც 2020 წლის შესაბამის მაჩვენებელს 9.6%-ით აღემატება.

2021 წლის მონაცემებით, სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებული ექიმების რიცხოვნობამ 22.5 ათასი შეადგინა, ხოლო საექთნო პერსონალის რიცხოვნობამ - 21.7 ათასი.

ცნობისთვის: ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილის შეფასებით დღეს სისტემაში გაცილებით მეტი კლინიკა და საწოლფონდი გვაქვს, ვიდრე ქვეყანას სჭირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები