მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2021 წელს ჯივიპიმ დედაქალაქის წყალმომარაგების გაუმჯობესებისთვის 70 მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა

61c5a7c9e775d
BM.GE
24.12.21 14:55
568
2021 წელს ჯივიპიმ დედაქალაქის წყალმომარაგების გაუმჯობესებისთვის 70 მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა - ამის შესახებ კომპანიის ტექნიკური დირექტორი ზურაბ ალფაიძე აცხადებს.

როგორც მან აღნიშნა, წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას მუდმივად სჭირდება განახლება და განვითარება. ამ მიმართულებით 2021 წელს კომპანიამ დედაქალაქის ყველა რაიონში 70 პროექტი განახორციელა.

"სარეაბილიტაციო პროექტების ფარგლებში სრულად განახლდა, როგორც წყალსადენის ასევე წყალარინების ქსელები. წყალმომარაგების მოძველებული სისტემა განახლდა მანჯგალაძის, ლეო და ნოდარ გაბუნიების, კალანდაძის, განთიადის, რაზიკაშვილის, ერეკლე მეფის და სხვა ქუჩებზე. შეიცვალა მაგისტრალური ქსელები და დამონტაჟდა თანამედროვე ინფრასტრუქტურა, შედეგად, აღნიშნულ და მიმდებარე ქუჩებზე მომხმარებლების წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა", - განაცხადა ზურაბ ალფაიძემ.

მისივე თქმით, 2022 წელს ჯივიპი განაგრძობს დედაქალაქის ყველა რაიონში მნიშვნელოვანი სამუშაოების განხორციელებას და წყალმომარაგების სისტემის განახლება-განვითარებისთვის ინვესტირებას.

(NS)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები