მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2021 წელს ქვეყანაში უცხოელი სტუდენტების რაოდენობამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია - "თიბისი კაპიტალი"

636e51d4b0641
მარიამ ვარადაშვილი
11.11.22 17:55
579
2021 წლის მონაცემებით, საქართველოში 17.5 ათასი უცხოელი სტუდენტი სწავლობდა, სტუდენტების წლიური ზრდა კი 20%-ს შეადგენს. TBC Capital-ის კვლევის თანახმად, რომელიც უმაღლეს განათლების სექტორს ეხება, უცხოელი სტუდენტების ეს რაოდენობა ბოლო ექვსი წლის მანძილზე რეკორდული მაჩვენებელია. აღსანიშნავია, რომ უცხო ქვეყნის სტუდენტების რაოდენობა ქვეყანაში 2015 წლიდან მზარდია.


https://scontent.ftbs3-2.fna.fbcdn.net/v/t1.15752-9/315232010_446986967515507_7960262349853424283_n.png?_nc_cat=107&ccb=1-7&_nc_sid=ae9488&_nc_ohc=05KsA-sMtWQAX8Nh-2D&_nc_ht=scontent.ftbs3-2.fna&oh=03_AdTX0GkWlL0WqgikTbfVCUBEdZwMvFl9xVqPVZpYdkCUNA&oe=6395CD86
უცხოელი სტუდენტების 60% ინდოეთის მოქალაქეებზე მოდის, მას მოჰყვებიან 6-6%-ით ნიგერია, ისრაელი და აზერბაიჯანი. ინდოელი სტუდენტების თითქმის 70% კერძო უნივერსიტეტებში სწავლობს.

რაც შეეხება საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემას, 2022 წლის მდგომარეობით ქვეყანაში სულ 63 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, მათგან 34 უნივერსიტეტი, 23 სასწავლო უნივერსიტეტი და 6 კოლეჯი. სახელმწიფო უნივერსიტეტების შემთხვევაში ბაკალავრის საფეხურზე გადასახადი 2250 ლარს შეადგენს და ამ მხრივ ბოლო წლებში რაიმე ცვლილება არ ყოფილა. კერძო უნივეrსიტეტების შემთხვევაში ფასი ზრდის მიმართულებით იცვლებოდა. კერძოდ, თუ 2015 წელს ბაკალავრის პროგრამა 3083 ლარი ღირდა, 2022 წელს ეს მაჩვენებელი 3973 ლარს შეადგენდა. ჯამში 2015-2021 ფასის ზრდა საშუალოდ 4% იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები