მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2021 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მხარი დაუჭირეს

619f92b688052
BM.GE
25.11.21 17:39
551
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, აგრარულ საკითხთა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებაზე იმსჯელეს. ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განმარტებით, ცვლილების აუცილებლობა, პანდემიიდან გამომდინარე, ჯანდაცვის ხარჯებს უკავშირდება.

„შემოსავლების ნაწილში გვაქვს ზრდა საგადასახადო შემოსავლების ხარჯზე. კერძოდ, 300 მლნ ლარით იზრდება საგადასახადო შემოსავლები. ნაერთი ბიუჯეტის კუთხით 349 მლნ ლარია ზრდა“, -განაცხადა გიორგი კაკაურიძემ. მისი თქმით, იცვლება სესხის აღების მაჩვენებელიც 133, 9 მლნ ლარით მცირდება სესხის აღება საშინაო ფასიანი ქაღალდების გამოცემის ხარჯზე, ხოლო საინვესტიციო კრედიტების ხარჯზე, დაახლოებით, 16 მლნ ლარით ზრდაა სესხის აღების ნაწილში.

რაც შეეხება ხარჯვის ნაწილს, ჯანდაცვის სფეროს 376 მლნ ლარი ემატება, საიდანაც 356 მლნ არის უშუალოდ პანდემიისთვის, ხოლო 20მლნ ვაქცინაციის წამახალისებელი ღონისძიებებისთვის. გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, იზრდება ასევე თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება 60 მლნ ლარით. დაგროვებითი საპენსიო პროგრამის დაფინანსება 16 მლნ-ით იზრდება.

კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს. დღესვე ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები