მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2021 წლის TOP-20 იმპორტიორი კომპანია საქართველოში

61eff2e83d855
თელარა გელანტია
25.01.22 19:20
3139
2021 წელს საქართველოს იმპორტმა $10 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 25%-ით აღემატება. საქსტატის ანგარიშის თანახმად, საქართველოს 10 უმსხვილესი საიმპორტო საქონლიდან ყველას იმპორტი გაზრდილია.

გასული წლის განმავლობაში TOP-3 ძირითადი საექსპორტო საქონელი იყო მსუბუქი ავტომობილები - 898.8 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 15%; (განკუთვნილია ძირითადად რეექსპორტისთვის, რადგან ამავე პერიოდში საქართველოდან უცხოეთში 457 მილიონი დოლარის ავტომობილები გავიდა); ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 822.6 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 65%; სპილენძის მადნები და კონცენტრატები - 736 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 26.4%; (სპილენძის მადნები განკუთვნილია რეექსპორტისთვის)

BM.ge-მ საქსტატიდან გამოითხოვა იმ 20 კომპანიის სია, რომელთაც 2021 წელს საქართველოში ყველაზე მეტი ღირებულების საქონლის იმპორტი განახორციელეს.

ცნობისთვის, იმპორტიორი კომპანიების რეიტინგის მიხედვით არ არის დალაგებული:

1. სს გეფა
2. სს ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია
3. შპს პსპ ფარმა
4. შპს კავკასიის ავტოიმპორტი
5. სს ელიტ ელექტრონიქსი
6. შპს სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი
7. შპს ზუმერი ჯორჯია
8. შპს რომპეტროლ საქართველო
9. შპს ლუკოილ-ჯორჯია
10. შპს ჯი არ სი
11. შპს ალტა
12. შპს ავერსი-ფარმა
13. შპს ჯორჯიან მანგანეზი
14. შპს ტოიოტა კავკასია და ცენტრალური აზია
15. შპს აჭარა ტექსტილე
16. შპს ფილიპ მორის საქართველო
17. შპს სან პეტროლიუმ ჯორჯია
18. შპს ჩინეთის სარკინიგზო გვირაბის ჯგუფი კო., ფილიალი საქართველოში
19. შპს აიტი კორპ
20. შპს Caucasian Metals Terminal.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები