მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2021 წლის ყველაზე გაყიდვადი ელექტრომანქანები – ჩინეთი

61ea92db53142
თათია კაკიაშვილი
23.01.22 23:00
1738
2021 წელს ჩინეთის ელექტრომანქანების ბაზრის ლიდერებად კვლავ Tesla და BYD დარჩნენ, თუმცა გასულ წელს მათ ახალი კონკურენტიც გამოუჩნდა - Nio. მთავარი მიზეზი კი, რის გამოც ელექტრომანქანებმა აქტუალობა და პოპულარობა არც შარშან დაკარგა, ეკონომიურობა და ეკომეგობრულობაა. CNBC-ის ცნობით, გასული წლის ყველაზე გაყიდვადი მოდელი Hongguan Mini აღმოჩნდა - 2021-ში მოდელის გაყიდვები სამჯერ გაიზარდა და 395,451 ერთეული შეადგინა.

რაც შეეხება 2021 წლის best-seller ელექტრომანქანების სრულ სიას, ის ასე გამოიყურება:

1. Hongguan Mini (SAIC-GM-Wuling)
2. Qin (BYD)
3. Model Y (Tesla)
4. Model 3 (Tesla)
5. Han (BYD)
6. Song (BYD)
7. Li One (Li Auto)
8. eQ (Chery)
9. Benben EV (Changan)
10. Aion S (GAC Motor spin-off)
11. Ora Black Cat (Great Wall Motor)
12. P7 (Xpeng)
13. Tang (BYD)
14. Ora Good Cat (Great Wall Motor)
15. Nezha V (Hozon Auto)

ჩინური ავტომწარმოებელთა ასოციაციის მონაცემებით, საერთო ჯამში, ჩინეთში გასულ წელს თითქმის 3 მილიონი ახალი მსუბუქი ავტომობილი გაიყიდა, ეს კოეფიციენტი კი უახლოვდება მიზანს, რომ 2025 წლისთვის ახალი ელექტრომანქანები მთლიანობაში გაყიდული ავტომობილების სულ მცირე 20%-ს შეადგენდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები