მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2022-ში საქართველომ ტურიზმიდან რეკორდული $3.5 მილიარდის შემოსავალი მიიღო

63ca87881b3af
შოთა ტყეშელაშვილი
20.01.23 16:50
3323
ეროვნული ბანკის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, გასული წლის განმავლობაში საერთაშორისო ვიზიტორებმა ქვეყანაში 3.5 მილიარდი დოლარი დახარჯეს, რაც 2021 წელთან შედარებით 182%-ით მეტი იყო. ეს შემოსავალი პანდემიამდელ პერიოდსაც აღემატება. აქამდე საქართველოს ტურიზმის სექტორის მიერ გენერირებული შემოსავალი მაქსიმალური 2019 წელს იყო და ის 3.2 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

ტურიზმის შემოსავლის მატება სავარაუდოდ თავად ამ სექტორის აღდგენასთან ერთად, რურსეთიდან შემოსულ მიგრაციულ ტალღას უკავშირდება, რადგანაც ეროვნული ბანკის მონაცემებით 2022-ში ტურიზმის სფერომ ყველაზე დიდი შემოსავალი - 891 მილიონი დოლარი სწორედ რუსეთის მოქალაქეებისგან მიიღო. ყველაზე მეტი - 1 მილიონი ვიზიტი (11 თვე) საქართველოში რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებმა განახორციელეს. 726 ათასი ვიზიტით (11 თვე) მეორე ადგილზეა თურქეთი, ხოლო მესამეს კი სომხეთი იკავებს - 666 ათასი (11 თვე) ვიზიტორით.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ტურისტული შემოსავლები ქვეყნების მიხედვით ასე ნაწილდება:

● რუსეთი - 891 მილიონი დოლარი;
● თურქეთი - 399.4 მილიონი დოლარი;
● ევროკავშირი - 333 მილიონი დოლარი;
● უკრაინა - 282.3 მილიონი დოლარი;
● ისრაელი - 270.5 მილიონი დოლარი;
● ბელარუსი - 244.2 მილიონი დოლარი;
● საუდის არაბეთი - 159.8 მილიონი დოლარი;
● სომხეთი - 156.1 მილიონი დოლარი;
● აზერბაიჯანი - 100.4 მილიონი დოლარი;
● ირანი - 91.1 მილიონი დოლარი;
● დანარჩენი ქვეყნები - 589 მილიონი დოლარი;

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2022 წელს საქართველომ ყველაზე დიდი ტურისტული შემოსავალი აგვისტოს განმავლობაში მიიღო, რაც 523 მილიონ დოლარს შეადგენდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები