მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2022 წელს პარკირების წესების დარღვევისთვის 773 901 ჯარიმა გამოიწერა, 2023 წლის 8 თვეში - 338 135

პარკირება

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, 2022 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით ადმინისტრაციული სამართალდარღვევების აღრიცხვისა და მართვის სისტემასა და მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით, შედგენილია 773 901 ელექტრონული საჯარიმო ქვითარი. პარკირების წესების დარღვევისთვის შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმებით დაკისრებული ჯარიმების თანხობრივი ოდენობა შეადგენს 12 840 530 ლარს. ამის შესახებ bm.ge-სთვის მიწოდებულ ინფორმაციაში წერია.

ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაზე“ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში 2023 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ აგვისტომდე ადმინისტრაციული სამართალდარღვევების აღრიცხვისა და მართვის სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით სულ შედგენილია 338 135 ელექტრონული საჯარიმო ქვითარი.

2022 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პარკირების წესების დარღვევისთვის შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმებით დაკისრებული ჯარიმების გადახდილი თანხა შეადგენს 10 103 870 ლარს. ხოლო 2023 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ აგვისტომდე პარკირების წესების დარღვევისთვის შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმებით დაკისრებული ჯარიმების გადახდილი თანხა შეადგენს 19 687 900 ლარს.

ინფორმაციისთვის, პარკირების სფეროს მართვა 2023 წლის პირველი აგვისტოდან დაევალა თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები