სტატისტიკის ეროვნული სამსახურის პუბლიკაციის “ბავშვები და მოზარდები საქართველოში” თანახმად, 2022 წელს საქართველოში 42 319 ბავშვი დაიბადა. მათგან 21 897 ბიჭი, 20 422 კი - გოგო.
დოკუმენტის თანახმად, ყველაზე მეტი - 14 202 ბავშვი - თბილისში დაიბადა, ყველაზე ცოტა - 246 ბავშვი - რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის რეგიონში.
აღსანიშნავია, რომ 2018 წლიდან საქართველოში შობადობის მაჩვენებლები სტაბილურად მცირდება. თუ 2018 წელს ქვეყანაში ცოცხლად 51 138 ბავშვი დაიბადა, 2022 წელს მათი რიცხვი 42 319-მდე შემცირდა.
ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობა წლების მიხედვით:
- 2018 - 51 138
- 2019 - 48 296
- 2020 - 46 520
- 2021 - 45 946
- 2022 - 42 319
საქსტატისვე თანახმად, 2022 წელს არასრულწლოვანთა ორსულობის 441 შემთხვევა დაფიქსირდა.