მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2022 წელს საქართველოში სასტუმროები 4.9 მილიონ ადამიანს მოემსახურა

სასტუმრო ნომერი

2022 წელს საქართველოს სასტუმროები და სასტუმროს ტიპის დაწესებულებები 4.9 მილიონ სტუმარს მოემსახურა, რაც 61.9%-ით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.

საქსტატის მონაცემებით, სტუმართა 60.5%-ს უცხოელები წარმოადგენდნენ. მათგან უმეტესობა, 488.9 ათასი (16.4 პროცენტი) ისრაელის მოქალაქე იყო, რაც 2021 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 4.3-ჯერ მეტია. ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოსულები უცხოელი სტუმრები 6.2%-ს შეადგენდნენ, რომელთა უმეტესობა გერმანიისა (29.4%) და პოლონეთის (28.0%) მოქალაქეები იყვნენ.

ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს 2021-2022 წლებში სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში უცხოელი სტუმრების რაოდენობის განაწილებას ქვეყნების მიხედვით.

ამასთან, საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს მოქმედ სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში ადგილების საერთო რაოდენობამ 97.8 ათასი შეადგინა, რაც 11.4%-ით მეტია 2021 წლის შესაბამის მაჩვენებელზე. ნომრების საერთო რაოდენობა კი 6.3%-ით გაიზარდა და 45.8 ათასი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები