მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2022 წლის შემდეგ პირველად, 1Q-ში აშშ-ის ეკონომიკა შემცირდა

ეკონომიკა

2025 წლის პირველ კვარტალში აშშ-ის ეკონომიკა შემცირდა, რაც სამთავრობო ხარჯების შემცირებითა და იმპორტის ზრდით აიხსნება - კომპანიებმა ქვეყანაში დიდი რაოდენობის პროდუქტების იმპორტი ტარიფების ამოქმედებამდე სცადეს.

აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ქვეყნის ეკონომიკა წლიურად 0.3%-ით შემცირდა, რაც გასული წლის ბოლო კვარტალის 2.4%-იანი ზრდის შემდეგ მკვეთრი ვარდნაა. ამასთან, ბოლო სამი წლის განმავლობაში ეს ეკონომიკის შემცირების პირველი შემთხვევაა, რასაც წინ პრეზიდენტ ტრამპის მიერ უნივერსალური ტარიფების დაწესება და არასტაბილური განწყობების ჩამოყალიბება უსწრებდა.

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ტარიფების ეკონომიკაზე სრული გავლენის შეფასება ჯერ ადრეა. იმპორტის ზრდა მთლიანი შიდა პროდუქტის კალკულაციაში ზრდას ეწინააღმდეგება, მოსალოდნელია, რომ რამდენიმე თვეში ეს მაჩვენებლები გადანაცვლდება. აღნიშნული ეკონომიკური რყევები კი ეკონომიკის ცუდად მუშაობაზე არ მიუთითებს.

ფედერალური მთავრობის ანგარიში ასევე აჩვენებს, რომ აშშ-ის ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი - სამომხმარებლო ხარჯები - წლის პირველ კვარტალში გაიზარდა, თუმცა შედარებით ნელი ტემპით, ვიდრე 2024 წელს.

ეკონომიკის შემცირებაში დონალდ ტრამპმა მისი წინამორბედი, ჯო ბაიდენი დაადანაშაულა. სატელევიზიო ინტერვიუში პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი პოლიტიკა ქვეყანაში ინვესტიციებს გაზრდის და ეკონომიკურ ბუმს გამოიწვევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები