მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2022 წელს ჯიბიდან გადახდები 40%-მდეა შემცირებული - აზარაშვილი

64660b884f00b
ინგა მურუსიძე
18.05.23 15:27
670
საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ამოქმედების შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირდა მოსახლეობის ჯიბიდან დანახარჯები და გაიზარდა ფინანსური დაცულობა - თუ 2012 წელს, მოსახლეობის ჯიბიდან დანახარჯების მაჩვენებელი იყო 73%, 2022 წელს, ის 40%-მდეა შემცირებული, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფარგლებში განაცხადა.

„წელს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შექმნიდან 10 წლის თავზე, ჩვენ, შეგვიძლია, შევაფასოთ ის უდიდესი მონაპოვარი, რომელიც გადარჩენილი სიცოცხლით, განკურნებული ადამიანებით, მათთვის მიწოდებული სერვისებისა და დაფინანსების მასშტაბით გამოიხატება. კერძოდ, პროგრამის დაწყებიდან დღემდე, 3 მილიონ მოქალაქეს, 11 მილიონი სამედიცინო შემთხვევა, 7 მილიარდი ლარით დაუფინანსდა. შესაბამისად, შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ქვეყანაში, პრაქტიკულად არ არსებობს მოქალაქე, რომელსაც საყოველთაო ჯანდაცვის სიკეთე, პირდაპირ ან ირიბად, არ შეხებია“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ სწრაფად გაიზარდა მოსახლეობის მოცვა სამედიცინო სერვისებით - თუ 2010 წელს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული იყო მოსახლეობის 30%-ს, 2022 წელს, ეს მაჩვენებელი, 94%-ზე მეტია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები