მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2022 წელს მელიქიშვილის ქუჩას რეაბილიტაცია ჩაუტარდება - სად რას გეგმავს მერია?

61951918cc08a
სალომე მეცხვარიშვილი
18.11.21 09:45
1271
2022 წელს თბილისში რამდენიმე მსხვილი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება იგეგმება.

ამის შესახებ დედაქალაქის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველად ვარიანტშია აღნიშნული. გზების კაპიტალური შეკეთებისთვის ბიუჯეტში 24.5 მილიონი ლარია გამოყოფილი.

თბილისის მერია აპირებს მელიქიშვილის ქუჩის რეაბილიტაციას, რომლისთვისაც 4,5 მილიონი ლარია გათვალისწინებული. ასევე საუბარია კრწანისის ქუჩის განახლებაზეც, რისთვისაც მერიას 2,2 მილიონი ლარი აქვს გათვალისწინებული.

ასევე გათვალისწინებულია ქეთევან დედოფლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლისთვისაც დედაქალაქის მთავრობა 4.7 მილიონი ლარის დახარჯვას აპირებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები