მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2022 წელს მომხმარებელს ₾248 000-ის უსაფუძვლოდ დარიცხული დავალიანება ჩამოეწერა - ენერგოომბუდსმენი

6469d3b33c1a3
მარიამ იზორია
21.05.23 12:56
883
ენერგოომბუდსმენი აპარატის საქმიანობის 2022 წელს აჯამებს. როგორც სალომე ვარდიაშვილმა მედიაცენტრ „მთავარში“ გამართული პრესკონფერენციაზე განაცხადა, 2022 წელს ენერგოომბუდსმენის ბაზაში ჯამში 15 513 მიმართვა დაფიქსირდა, საიდანაც 400-მდე განაცხადი წყალმომარაგებაზე, 200-მდე ბუნებრივ გაზს, ელექტრო ენერგეტიკასთან დაკავშირებით კი ყველაზე მეტი, 1000-მდე განაცხადი შევიდა.

სალომე ვარდიაშვილი განმარტავს, რომ ელექტროენერგეტიკის კუთხით განსაკუთრებით ბევრი პრობლემა მაშინ შეიქმნა, როდესაც ბაზარზე „თელმიკო“ შემოვიდა და ამასთან, 2022 წლის ზაფხულში, როცა მომხმარებელს აღრიცხვის ბარათზე გაზრდილი თანხები ერიცხებოდა.

ენერგოომბუდსმენის ინფორმაციით, 2022 წელს ამ მიმართულებით ჩამოწერილი თანხების რაოდენობამ დაახლოებით 248 000 ლარი შეადგინა.

„2022 წლის ზაფხულში აღრიცხვის ბარათებზე მომხმარებელს კოლოსარული თანხები ერიცხებოდა. შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ კომპანიები მომხმარებლის უფლებებს არღვევდნენ. ისინი დასანქცირდნენ.

2022 წელს ჩამოწერილი თანხების რაოდენობამ შეაგდინა დაახლოებით 248 000 ლარი. ეს არის თანხა, რომელიც მომხმარებლის პირადი აღრიცხვის ბარათებზე უსაფუძვლოდ დაირიცხა. მუშაობის საფუძველზე კომპანიების მისამართით 1601 რეკომენდაცია გაიგზავნა“ - განმარტავს სალომე ვარდიაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები