მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2022 წელს ქვეყანაში მხოლოდ 7 მცირე ჰესი ამუშავდა - სია

647f0785ef7ce
მარიამ ვარადაშვილი
06.06.23 15:02
2255
სემეკის 2022 წლის ანგარიშის თანახმად, გასულ წელს ელექტროსადგურების ჯამურმა დადგმულმა სიმძლავრემ 4,507.7 მგვტ შეადგინა (ჰიდრო – 3,343.78 მგვტ, თბო – 1,143.2, მგვტ, ქარი – 20.7 მგვტ).

აღსანიშნავია, რომ საანგარიშო წელს ექსპლუატაციაში შევიდა 7 მცირე ელექტროსადგური (ჯამური დადგმული სიმძლავრე 26.92 მგვტ). 2022 წელს ელექტროენერგიის წარმოებამ 13,988 მლნ კვტ.სთ შეადგინა, მოხმარება კი 14,550 მლნ კვტ.სთ იყო.

2022 წელს ექსპლუატაციაში მიღებული ჰიდროელექტროსადგურებია:


1. ბერალი ჰესი - 0.85
2. ნაკრა ჰესი -  9.95
3. ჩორდულა ჰესი - 2.691
4. ნაცეშარი ჰესი - 1.879
5. ახალქალაქი ჰესი 1 - 7.650
6. ახალქალაქი ჰესი 2 - 1.700
7. საშუალა ჰესი - 2.203

2012-2022 წლების მონაცემებზე დაყრდნობით, ყოველწლიურად საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება საშუალოდ 4%-ით იზრდება, რაც ჰიდროლოგიის გარდა, მიმდინარე წლებში ექსპლუატაციაში შესული და რეაბილიტირებული ელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიით არის განპირობებული.

რაც შეეხება ელექტროენერგიის მოხმარებას, 2022 წელს საქართველოში წინა წელთან შედარებით 3.6%-ით გაიზარდა და 14 მილიარდ მლნ კვტსთ-ს გადააჭარბა ელექტროენერგიის მოხმარებამ.

“ელექტროენერგიის მოხმარება-მიწოდების 2022 წლის ბალანსის შედეგების ანალიზის საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა მიექცეს გენერაციის ახალი სიმძლავრეების მშენებლობას ადგილობრივი ენერგორესურსების გამოყენებით. შესაბამისად, ჰიდრორესურსებთან ერთად მაქსიმალურად ათვისებული უნდა იქნეს სხვა ადგილობრივი ნახშირწყალბადოვანი და განახლებადი რესურსები, მათ შორის, პირველ რიგში – ქარისა და მზის ენერგორესურსები”,-წერია სემეკის ანგარიშში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები