მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2022 წელს საქართველომ რუსეთში $7.6 მილიონის მოცვი, შტოში და სხვა კენკრა გაყიდა

63d8c2f28d77e
მარიამ იზორია
05.02.23 17:00
1353
ბოლო ათი წლის განმავლობაში საქართველოდან მოცვის ექსპორტი რეკორდულად გაიზარდა და 2022 წელს მოცვი, შტოში და სხვა კენკრის რეალიზაციით საქართველომ 8 მილიონ 519 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო. შედეგად მსოფლიოს სხვადასხვა ბაზარზე ქვეყნიდან 1 392 ტონა საქონელი გაიყიდა.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ექსპორტირებული მოცვის მოცულობა 2021 წელთან შედარებით 46%-ით, ხოლო ღირებულება 50%-ით გაიზარდა.

ამ პერიოდის განმავლობაში საქონლის რეალიზაცია სულ 11 ქვეყანაში განხორციელდა. ამასთან მთავარი სარეალიზაციო ბაზარი რუსეთი იყო. მოცვის ექსპორტის 90% სწორედ ამ მიმართულებით განხორციელდა.

TOP-3 საექსპორტო ქვეყანა:
1. რუსეთი - 7,648,240 აშშ დოლარი - 1 276 ტონა
2. სომხეთი - 392,740 აშშ დოლარი - 45 ტონა
3. არაბთა გაერთიანებული საამიროები - 298,250 აშშ დოლარი, 41 ტონა

ძირითადი ქვეყნების გარდა, მოცვი ბაჰრეინში, გერმანიაში, სინგაპურში, ნიდერლანდებში, ინდოეთში, ქუვეითში, კატარსა და საუდის არაბეთშიც გაიყიდა. საქონლის სარეალიზაციო ბაზრები წინა წელთან შედარებით შემცირებულია.

რაც შეეხება იმპორტს, საქსტატის მონაცემებით 2022 წლის საქართველოში მოცვის იმპორტიც გაიზარდა, თუმცა მისი მაჩვენებელი მცირეა. უფრო კონკრეტულად, ქვეყანამ 2022 წელს ჯამში 618,000 დოლარის ღირებულების 70 ტონა მოცვი შეიძინა. ეს მაჩვენებელი 2021 წელთან შედარებით 160%-ით გაიზარდა. მოცვის მთავარი საიმპორტო ქვეყნები საანგარიშო პერიოდში ნიდერლანდები ($586,000; 61 ტონა) და უკრაინა ($26,000; 7 ტონა) იყო, უმნიშვნელო მოცულობებით მოცვი საფრანგეთიდან, სომხეთიდან და ბელარუსიდანაც შემოვიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები