ნებართვების 77.2% ქვეყნის 4 რეგიონზე მოდის. ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოებით [52%] თბილისი და [10.5%] მცხეთა-მთიანეთი ლიდერობენ. აღსანიშნავია, რომ გაცემულ ნებართვებში შედარებით დიდი წილით წარმოდგენილია მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები.

ამას გარდა, გასულ წელს ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 2 661.7 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წელთან შედარებით 51.3%-ით მეტი) 2 654 ობიექტი (წინა წელთან შედარებით 13.1%-ით მეტი).
ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ნახევარზე მეტი ქვეყნის 4 რეგიონზე კერძოდ, 36.6% თბილისზე, 11.8%- მცხეთა-მთიანეთზე, 11.2%-კახეთისა და 9.1%- იმერეთზე მოდის.