მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2022 წელს სებ-მა შვიდი ქართული ბანკი დააჯარიმა - მიზეზები

63bd14065f61a
გიორგი თოლორდავა
10.01.23 11:42
8239
სტატიაში საუბარია:
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა AML/CFT ზედამხედველობის ფარგლებში 2022 წლის განმავლობაში შვიდი კომერციული ბანკი დააჯარიმა. საერთო ჯამში, გამოწერილი ჯარიმების მოცულობა 1.15 მილიონ ლარს აღწევს.


გთავაზობთ ჯარიმების მონაცემებსა და მიზეზებს:


„თიბისი ბანკი“ - ჯარიმის მოცულობა: 928 000 ლარი

მიზეზი:

1. შემოწმების პროცესში მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის საქართველოს ეროვნული ბანკისთვის არასწორად წარმოდგენის 4 (ოთხი) შემთხვევის გამო;
2. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის“ მე-6 მუხლითა და "კომერციული ბანკების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევის გამო 1 (ერთი) კლიენტთან მიმართებით (დარღვეულია კლიენტის იდენტიფიკაციის წესი);
3. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის“ მე-6 მუხლითა და "კომერციული ბანკების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-6 და 61 მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის გამო 1 (ერთი) კლიენტთან მიმართებით (მაღალი რისკის კლიენტის მიმართ დარღვეულია კლიენტის იდენტიფიკაციის წესი).


„ვითიბი ბანკი“ - ჯარიმის მოცულობა: 70 000 ლარი

მიზეზი:

1. „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით, „კომერციული ბანკების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული დებულების (შემდგომში - „დებულება“) მე-6 მუხლის 21-ე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით და 61 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევის 4 (ოთხი) შემთხვევის გამო (ბანკის მიერ დაირღვა კლიენტის ქონების (ფულადი სახსრების) წარმომავლობის დადგენის მოთხოვნა);
2. 1 (ერთი) კლიენტის შემთხვევაში კომერციული ბანკის შიდა პოლიტიკა/პროცედურებით განსაზღვრული შესაბამისი რისკფაქტორების გათვალისწინების გარეშე რისკის მინიჭების გამო;
3. შემოწმების პროცესში მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის არასწორად წარმოდგენის 3 (სამი) შემთხვევის გამო;
4. „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პოლიტიკურად აქტიური პირის ქონებისა და ფულადი სახსრების წარმომავლობის დადგენის მიზნით გონივრული ზომების მიღებისა და საქმიანი ურთიერთობის გაძლიერებული მონიტორინგის გატარების მოთხოვნის დარღვევის 2 (ორი) შემთხვევის გამო;
5. „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის, დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საეჭვო გარიგების შესახებ ანგარიშგების ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის მოთხოვნის დარღვევის 1 (ერთი) შემთხვევის გამო.


„კრედო ბანკი“ - ჯარიმის მოცულობა: 44 000 ლარი

მიზეზი:
1 .შემოწმების პროცესში მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის საქართველოს ეროვნული ბანკისთვის არასწორად წარმოდგენის 3 (სამი) შემთხვევის გამო,
2. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგებებით საქართველოს ეროვნული ბანკისთვის არასწორი ინფორმაციის წარდგენის 9 (ცხრა) შემთხვევის გამო,
3. „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-6 პუნქტითა და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის N1 ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საეჭვო გარიგების გამოვლენისა და სამსახურისთვის წარდგენის პროგრამული (ელექტრონული) სისტემის დანერგვის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო.


„პაშა ბანკი“ - ჯარიმის მოცულობა: 38 000 ლარი

მიზეზი:

1. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის შეფასების სახელმძღვანელოს დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 7 მაისის N82/04 ბრძანების (შემდგომში - „ბრძანება“) მე-3 მუხლით განსაზღვრულ ვადაში (2020 წლის 1 იანვრამდე) და კომერციული ბანკის მიერ დანერგილი შიდა პოლიტიკა/პროცედურებით განსაზღვრული შესაბამისი რისკ-ფაქტორების გათვალისწინებით 3 (სამი) კლიენტისთვის რისკის არ გადაფასების გამო. აგრეთვე, აღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული დანართი N1-ის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად 2 (ორი) კლიენტის შემთხვევაში რისკის არ გადაფასების გამო.
2. შემოწმების პროცესში მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის არასწორად წარმოდგენის 2 (ორი) შემთხვევის გამო;
3. „კომერციული ბანკების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 4 დეკემბრის N162/04 ბრძანებით განსაზღვრული ანგარიშგებით საქართველოს ეროვნული ბანკისთვის არასწორი ინფორმაციის წარდგენის 3 (სამი) შემთხვევის გამო.


„სილქ როუდ ბანკი“ - ჯარიმის მოცულობა: 29 500 ლარი

მიზეზი:

1. შემოწმების პროცესში მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის საქართველოს ეროვნული ბანკისთვის არასწორად წარმოდგენის 1 (ერთი) შემთხვევის გამო;
2. ეროვნული ბანკის მიერ ადგილზე შემოწმების შედეგად კომერციული ბანკისათვის წერილობით განსაზღვრული მოთხოვნების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის 1 (ერთი) შემთხვევის გამო;
3. „კომერციული ბანკების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 4 დეკემბრის N162/04 ბრძანებით განსაზღვრული უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგებით საქართველოს ეროვნული ბანკისთვის არასწორი ინფორმაციის წარდგენის 4 (ოთხი) შემთხვევის გამო;
4. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №1 ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის“ მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის N4 ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ დებულების“ მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნის დარღვევის 21 (ოცდაერთი) შემთხვევის გამო;


„პროკრედიტ ბანკი“ - ჯარიმის მოცულობა: 25 000 ლარი

მიზეზი:

1. შემოწმების პროცესში მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის საქართველოს ეროვნული ბანკისთვის არასწორად წარმოდგენის 2 (ორი) შემთხვევის გამო;
2. „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნების დარღვევის გამო 2 კლიენტთან მიმართებით (კანონმდებლობის შესაბამისად არ განახორციელა ქონების ან/და ფულადი სახსრების წარმომავლობის შესწავლა);
3. 2 (ორ) შემთხვევაში ბანკის მხრიდან განხორციელდა „კომერციული ბანკების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 4 დეკემბრის N162/04 ბრძანებით განსაზღვრული უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგებით (კერძოდ 2020 წლის მეორე ნახევრისა და 2021 წლის პირველი ნახევრის ანგარიშგება) საქართველოს ეროვნული ბანკისთვის არასწორი ინფორმაციის წარდგენა;
4. 3 (სამ) შემთხვევაში დარღვეულია საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №1 ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის“ მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი მოთხოვნა, ხოლო 3 (სამ) შემთხვევაში დარღვეულია საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის N4 ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ დებულების“ მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნა (ინფორმაციის დაგვიანებით წარდგენა).


„ზირაათ ბანკი“ - ჯარიმის მოცულობა: 20 000 ლარი

მიზეზი:

1. "ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-6 პუნქტით და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის N1 ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის“ მე-4 მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევის გამო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები