მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2022 წლამდე Moderna-ს ვაქცინით ბავშვებს არ აცრიან - CNBC

5ffd6487214d8
თათია კაკიაშვილი
12.01.21 12:56
764
Moderna 2022 წლამდე კოვიდ ვაქცინით ბავშვებს არ აცრის. ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა სტეფანე ბანსელმა განაცხადა. CNBC-ის ინფორმაციით, FDA-მ Moderna-ს პრეპარატით ვაქცინაცია ნებადართულად 18 წლის და უფროსი ასაკის ადამიანებში გამოსაყენებლად გამოაცხადა.

როგორც ცნობილია, ამ დრომდე ტარდება კლინიკური საცდელი კვლევები ბავშვებში ვაქცინის ტესტირებისთვის და ჯერ ცნობილია მხოლოდ ის, რომ მცირეწლოვანთა იმუნურ სისტემას შესაძლოა, მოზრდილებთან შედარებით, ვაქცინაზე განსხვავებული რეაქცია ჰქონდეს, ამიტომ ტესტირება ჯერ კიდევ შემუშავების პროცესშია. ამასთან, საგულისხმოა, რომ ამ დროისთვის ტესტირება 12 წლის ზემოთ ასაკის მოზარდებში ტარდება, ხოლო 1-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებში ეს პროცესი, სავარაუდოდ, მალე დაიწყება.

CNBC-ის ცნობით, სამედიცინო ექსპერტები მხარს უჭერენ იდეას, რომ ვაქცინით თავდაპირველად ჯანდაცვის მუშაკები აიცრან, შემდეგ - სოციალურად დაუცველები, მოხუცები და სპეციალური საჭიროებების მქონე პირები; ასე რომ, ბავშვები და მოზარდები, რომელთაც მძიმე დაავადების საშიშროება ნაკლებად აქვთ, სავარაუდოდ, ვაქცინას ყველაზე ბოლოს მიიღებენ.

საგულისხმოა, რომ Moderna წელს ვაქცინის 600 მილიონიდან 1 მილიარდამდე დოზის წარმოებას გეგმავს, ხოლო 2022 წლისთვის ეს რაოდენობა, სავარაუდოდ, 1.2 მილიარდამდე გაიზრდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები