მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2022 წლის ბიუჯეტის პროექტი საკმაოდ კარგი ვერსიაა, დაბალანსებული - ირაკლი კოვზანაძე

615bffe559c6c
ინგა მურუსიძე
05.10.21 11:51
1351
პარლამენტი 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველი ვარიანტის განხილვას იწყებს. პროექტი ბიუროს სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ წარადგინა.

მისი თქმით, მთავრობამ ბიუჯეტი პროექტი დაგეგმილ ვადებში წარადგინა.

ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი მომავალი წლისთვის ეკონომიკის 6%-იან ზრდას ითვალისწინებს.

"ბიუჯეტის დეფიციტი, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია, მომავალ წელს დაგეგმილია მშპ-ის 4.4%-ზე და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამას დიდი ხანია ვითხოვთ. 2022 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებულია პენსიების ზრდა, ასევე მასწავლებლებისთვის ხელფასების ზრდა და ა.შ. საკმაოდ კარგი ვერსიაა, დაბალანსებული“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ინფორმაციითვე, კომიტეტები და ფრაქციები გრაფიკის მიხედვის განიხილავენ პროექტს, ხოლო 18 ოქტომბერს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი ბიუჯეტის პირველი ვარიანტის შემაჯამებელ მოსმენას გამართავს.

2022 წელს მთავრობა 18.4 მილიარდის დახარჯვას გეგმავს - ბიუჯეტის პროექტის პარამეტრები

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები