მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2022 წლის მაისში, თბილისში 800-მდე ახალი საცხოვრებელი ბინა გაიყიდა - "თიბისი კაპიტალი"

62aed38f08c4c
ალა ისპირიანი
18.06.22 20:56
1787
"თიბისი კაპიტალის" კვლევის მიხედვით მიმდინარე წლის მაისში ახალ საცხოვრებელ ბინებზე მოთხოვნა გაიზარდა. აღნიშნული ზრდა 2.5-ჯერ აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდს.

კვლევაში წერია, რომ 2022 წლის მაისში, დაახლოებით 800 ახალი საცხოვრებელი გაიყიდა.

რაც შეეხება იმას, თუ რა ზომის საცხოვრებელი ფართზეა უფრო მეტად მოთხოვნა, უმრავლესად პატარა (<50) და საშუალო ზომის (50-70) ფართები იყიდება. ამასთან, ფასები ყველაზე მაღალი იყო ახლად გარემონტებულ ბინებზე. რაც შეეხება შავ კარკასს, ასეთი ბინებზე დაბალი ტარიფებია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები